Nesta-სთან და შემოქმედებით საქართველოსთან თანამშრომლობით ვახორციელებთ შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამას

Nesta-ს შემოქმედებითი სამეწარმეო პროგრამის მიზანია, შემოქმედებითი სამეწარმეო სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული უნარების განვითარება და მათი მხარდაჭერა ბიზნესის შექმნასა და გაფართოებაში. პროგრამა მონაწილეებს წარუდგენს Nesta-ს  მიერ შემუშავებული შესანიშნავი შემოქმედებითი სამეწარმეო კრებულის მნიშვნელოვან კონცეპტებს და მისცემს მათ საშუალებას, ისწავლონ და იმუშაონ შემოქმედებით მეწარმეებთან ერთად . ბრიტანეთის საბჭომ, Nesta-სთან თანამშრომლობის საფუძველზე, აღნიშნული პროგრამა მთელ მსოფლიოში განახორციელა, თუმცა  საქართველოში პირველად  ტარდება შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

2019 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამდღიანი ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობდა კონკურსის წესით შერჩეული25-მდე მონაწილე. ვიმედოვნებთ, ვორკშოპი შემოქმედებით და სოციალურ მეწარმეებს ხელს შეუწყობს  თავიანთი ბიზნესის წარმატებით წარმართვაში. იგი ემყარებოდა “learn-by-doing” მიდგომას - მონაწილეები ასრულებდნენ საკუთარ ბიზნესზე მორგებულ დავალებებს. გამოყენებული იყო ინტერაქტიული დავალებები, ჯგუფებში მუშაობა, და მოწვეული მომხსენებლები. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო რეფლექსიას და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას.

გარე ბმულები