English levels summary, image

ენების ფლობის საერთო ევროპული კრიტერიუმები (CEFR) ენობრივი უნარის აღწერის საშუალებას წარმოადგენს და იგი ეხმარება ენის შემსწავლელებს მათი შესაბამისი დონის სასწავლო მასალისა და კურსების შერჩევაში.

CEFR–ს გააჩნია ექვსი დონე, A1–დან – დამწყებთათვის, C2–მდე – გამოცდილთათვის. დონეები სამ ძირითად დანაყოფად იყოფა: "A"  ზოგადი მომხმარებელი, "B" დამოუკიდებელი მომხმარებელი და "C"  გამოცდილი მომხმარებელი. CEFR თითოეული დონისთვის აღწერს, თუ რა უნდა შეძლოს შემსწავლელმა ინგლისურად საუბრის, კითხვის, მოსმენისა და წერისას. 

მათ, ვინც საჭიროებს ინგლისური ენის ფლობის დონის დასტურს სწავლისათვის, სამუშაოდ ან სხვა ქვეყანაში გადასვლისათვის , CEFR საშუალებას აძლევს მათ შეადარონ ისეთ გამოცდებში მიღებული შედეგი ან დონე, როგორიცაა IELTS, Aptis ან Cambridge, იმ შედეგს ან დონეს, რასაც საგანმანათლებლო ან სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები მოითხოვენ.

დონე (CEFR) ბრიტანეთის საბჭო IELTS Cambridge English
A1 ელემენტარული დონე - -
A2 საშუალოზე დაბალი დონე 3.5 A2 მთავარი (KET)
B1 საშუალო დონე 4-5 B1 შესავალი (PET)
B2 საშუალოზე მაღალი დონე 5.5-6.5 B2 პირველი (FCE)
C1 მოწინავე დონე 7-8 C1 მოწინავე დონე (CAE)
C2 გამოცდილი 8.5-9 C2 გამოცდილი (CPE)

ინგლისური ენის დონეები