ბრიტანეთის საბჭოს მიაჩნია, რომ  განსხვავებული შესაძლებლობები  მრავალფეროვნების ბუნებრივი ნაწილია, ამიტომაც  პოპულარიზაციას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების სოციალურ მოდელს. სოციალური მოდელი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება უნდა შეეწყოს ინდივიდს და ეს პროცესი მოსწავლის საჭიროებებიდან იწყება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სწავლის პროცესში წარმოქმნილი ბარიერების გადალახვა.

ინკლუზია გულისხმობს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური გამოწვევებისა, ყველა მოსწავლეს აქვს წვდომა სწავლასა და ეროვნულ  სასწავლო გეგმაზე. წარმატებული სწავლა-სწავლება მოიცავს ყველა ადამიანს და წარმოაჩენს თითეული მათგანის წვლილს სწავლის პროცესში. შესაბამისად, ინკლუზია ყველა ადამიანის ინტერესის სფეროშია და თითოეული მოსწავლის უნიკალური წვლილი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

იდეალურია  ინტეგრირებული სკოლა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები სკოლის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და სკოლის ადმინისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების პირების დახმარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროფესიონალთა (განათლების ფსიქოლოგები, ლოგოპედები, ქცევის მართვის სპეციალისტები) და სწავლების პროცესში ჩართულ პედაგოგთა შორის კოორდინაცია წარმატების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

კონფერენცია - ინკლუზია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები საქართველოში

2016 წლის 12-13 მარტს, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშორმლობით, ბრიტანეთის საბჭომ ჩაატარა კონფერენცია, რათა მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს განათლების სფეროში, მისცემოდათ  ინკლუზიური პრაქტიკის სხვადასხვა მოდელის გაცნობის შესაძლებლობა.

ღონისძიების პირველ დღეს ადგილობრივმა სპეციალისტებმა ისაუბრეს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებების პოლიტიკაზე საქართველოში: თუ როგორ ხდება ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა სამთავრობო დონეზე და რა საქმიანობები ჩატარებულა ამ კუთხით დღემდე. მათ ასევე წარმოადგინეს და განიხილეს სკითხთან დაკავშირებული გამოწვევები. მეორე მხრივ, კონფერენციის უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს ბრიტანეთის პოლიტიკა და გამოცდილება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სფეროში, აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად ფიზიკური შესაძლებლობებისა და ასევე ისაუბრეს შეფასების კარგად განვითარებული, სამართლიანი  სისტემის საჭიროების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის მეორე დღე უფრო პრაქტიკული ხასიათის იყო. მომხსენებლებმა მონაწილეთათვის წარმოადგინეს პრაქტიკული აპლიკაციები და სტრატეგიები, რომლებიც მოიცავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა იდენტიფიცირების პროცესს, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმების შექმნასა და სწავლის შეფასების სისტემის გაცნობას.

კონფერენციამ უმასპინძლა 150-მდე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წევრებს, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის რესურს ცენტრების უფროსებს, წარმომადგენლებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც ჩართული არიან და მხარს უჭერენ ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

კონფერენციის მასალა იხილეთ ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში: "DOWNLOADS"

TeachingEnglish - ის კურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისათვის 

TeachingEnglish - ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ონლაინ ტრეინინგ კურსი არის განკუთვნილი დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვინც ასწავლის სხვა საგნებს ინგლისური ენის საშუალებით.

TeachingEnglish - ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების კურსის მიზანია:

  •  აამაღლოს მასწავლებელთა ცნობიერება სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა სწავლების მიმართ დამოკიდებულების შესახებ
  • დაეხმაროს მასწავლებლებს თავიანთი მიკერძოებული დამოკიდებულებებისა და ცრურწმენების აღმოჩენასა და გადალახვაში
  • ინფორმაცია მიაწოდოს მასწავლებლებს მთელი რიგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების  შესახებ და თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ის სწავლებისა და სწავლის პროცესზე
  • მიაწოდოს მასწავლებლებს ინფორმაცია ყველა მოსწავლისთვის სასარგებლო ინკლუზიური სწავლების სტრატეგიების შესახებ
  • მასწავლებლებს დაეხმაროს საკლასო ოთახში ან სკოლაში ინკლუზიური მიდგომის განვითარებაში
  • ხელი შეუწყოს მასწავლებლებს, რომ მათ მეტად თავდაჯერებულად იურთიერთონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებთან

ინდივიდუალური ვორქშოფების საფასურისა და მთლიანი კურსების ხელმისაწვდომიბის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გლობალურ ვებგვერდზე.