ELTons 2022, promo image

გლობალური პრემია ინგლისური ენის სწავლებაში

ბოლო ორი წლის მანძილზე შეიმუშავეთ ინგლისური ენის სწავლების ან შესწავლის  რაიმე მასალა ან პუბლიკაცია? იყავით ჩართული ახალი რესურსების შექმნაში?

წელს ELTons-ის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, რომელიც არის ერთადერთი საერთაშორისო პრემია, რომელიც ინგლისური ენის სწავლა-სწავლების უახლოეს ინოვაციურ მიღწევებს აღნიშნავს. განაცხადების შემოტანა მიმდინარეობს 17 მარტამდე.

ELTons 2022 პრემიისთვის ვეძებთ საინტერესო და ინოვაციურ რესურსებს ინგლისური ენის სწავლასა და სწავლებაში. ეს კონკურსი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში რევოლუციური და ინოვაციური გზები გამონახა პანდემიისდროინდელი განათლების პერიოდში რესურსების სიმწირის დასაძლევად.

ELTons აგრძელებს თანამშრომლობას ბრიტანეთის საბჭოსთან განათლებაში, კულტურაში და ინგლისური ენის სწავლებაში გლობალური შესაძლებლობების შესაქმნელად. 2021 წელს 180-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა 55 ქვეყნიდან.  პროექტი ეხმაურება გლობალურ გამოწვევებს კლიმატური ცვლილებების  და განათლების სფეროში არსებული  უთანასწორობის მიმართულებით. ბრიტანეთის საბჭო ცხილობს გახადოს აღნიშნული ღონისძიება სრულად ინკლუზიური და ინგლისური ენის სწავლებაში ასახოს  მრავალფეროვნება და გარემოს დაცვის პოპულარიზაცია.

ვეძებთ საინტერესო და ინოვაციურ რესურსებს ინგლისური ენის სწავლასა და სწავლებაში როგორც სტანდარტულს. ისე ციფრული გამოყენებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

პრემია გაიცემა შემდეგ 5 კატეგორიაში:

  • ინოვაციაციფრულრესურსებში
  • ინოვაციასასწავლოპროგრამაში
  • ინოვაცია  სწავლებისრესურსებში 
  • ინოვაცია კურსის რესურსებში
  • ადგილობრივი ინოვაცია

ზემოთ მითითებული ხუთ ნომინაციაში განაცადების შემოტანისას მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:  კერძოდ თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია და გარემოს დაცვის მდგრადობა და კლიმატური ცვლილებების მიმართულებით ქმედებები.

განაცხადების შემოტანის ვადა: ხუთაბათი, 17 მარტი, ბრიტანული დროით 23.59. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შემოსატანად გადადით ბმულზე.