ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების გუნდი გთავაზობთ ინფორმაციასა და მითითებებს ბრიტანეთის საბჭოს, მისი პროექტებისა და აქტივობების შესახებ.
მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან დაკავშირება უფასოა, მაგრამ ბრიტანეთის საბჭოს ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელზე ინფორმაციასაც გაწვდით ან რომელსაც გირჩევთ, გააჩნია გაკვეული საფასური.
ჩვენთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია
ბრიტანეთის საბჭო მზად არის ყველა მომხმარებლისთვის უზრუნველყოს გამჭვირვალე, მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი მომსახურება. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთობისას შეგექმნებათ საუკეთესო შთაბეჭდილება. გვსურს, შევიტყოთ თქვენი მოსაზრები და მივიღოთ შემოთავაზებები ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთობისას, რომელიმე პროდუქტით ან მომსახურებით სარგებლობის შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ.
ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოვლენები შესაბამისი მიმართულებით არ ვითარდება. სწორედ, აქ იწყებს მოქმედებას ჩვენი საჩივრების პოლიტიკა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ კომენტარის ან საჩივრის დაფიქსირება, მოხარული ვართ მოგისმინოთ. ეს დაგვეხმარება ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ მომსახურება.
რას მოვიმოქმედებთ
თქვენს საჩივარს ობიექტურად განიხილავენ საჩივრის სპეციფიკის, თქვენი ადგილმდებარეობისა და ბრიტანეთის საბჭოსთან შუამავალი საკონტაქტო პირის არსებობის მიუხედავად. ჩვენი მიზანია, რომ სამი სამუშაო დღის ვადაში განვიხილოთ თქვენი საჩივარი და მისი სრულად მოგვარება მოვახერხოთ 10 დღეში. როდესაც შემთხვევა მეტად რთულია და კომპლექსური, ან თქვენი საჩივარი გამწვავდა (როგორც ეს აღნიშნულია განყოფილებაში - "თქვენს საჩივარზე მუშაობა"), შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის ვადა გაიზარდოს. აუცილებლად დაგიკავშირდებით და გაცნობებთ აღნიშნულის შესახებ.
გვსურს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი სწორად დავგეგმოთ და ვიმუშავოთ პრობლემური საკითხების სწრაფად და სამართლიანად გადაჭრაზე. ჩვენ აგიხსნით რა და რატომ მოხდა, და მივიღებთ ზომებს მდგომარების დასარეგულირებლად.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ბოდიშის მოხდით შემოვიფარგლებით. თუმცა, თქვენი შეფასებების საფუძველზე მიღებულ რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალი განვითარებისთვის.
როგორ დავაფიქსიროთ საჩივარი
საჩივრის დაფიქსირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის, წერილის ან სატელეფონო ზარის საშუალებით. თუმცა, ჩვენ გირჩევთ საჩივარი წერილობითი ფორმით გამოხატოთ, თუ ეს შესაძლებელია. ყველა საჩივარი უნდა დაფიქსირდეს შემთხვევის ან შემთხვევის შესახებ ინფორმირების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში.
დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ
დაგვიკავშირდით საქართველოში.
დიდი ბრიტანეთის ფარგლებში
დაუკავშირდით ბრიტანეთის საბჭოს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას დიდ ბრიტანეთში:
ტელეფონი: +44 (0)161 957 7755
ელექტრონული მისამართი: შეავსეთ ელექტრონული ფორმა: www.britishcouncil.org/contact
მიწერეთ:
ბრიტანეთის საბჭოს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას დიდ ბრიტანეთში, ბრიდჯუოთერ ჰაუსი, 58 უიტუორტ - ის ქუჩა, მანჩესტერი M1 6BB, დიდი ბრიტანეთი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შევძლებთ მხოლოდ პირადი ინფორმაციის განხილვასა და ჩვენი მომხმარებლების საჩივრების მოგვარებას. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი გამოცდის კანდიდატები ან ბრიტანეთის საბჭოს პროგრამაში ჩართული ორგანიზაციის ოფიციალურად დადასტურებული წარმომადგენელი.
შესაძლებელია გსურდეთ, რომ პროცესში თქვენი სახელით ჩართოთ მესამე მხარე, სხვა პიროვნებისა ან ორგანიზაციის სახით. მესამე მხარეს შესაძლებელია წარმოადგენდეს საკონსულტაციო ორგანიზაციები; ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ადვოკატები ან პროფესიონალი მასწავლებლები, ან ოჯახის წევრები და მეგობრები. თუ ზემოთაღნიშნულ რომელიმე შემთხვევასთან გაქვთ საქმე, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ წერილობითი თანხმობა. საკითხთან დაკავშრებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საჩივრის დაფიქსირების შემდეგ.
თქვენს საჩივარზე მუშაობა
ჩვენი მიზანია გადავჭრათ რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჩვენთან პირველივე კონტაქტის შემდეგ. თანამშრომელი, რომელსაც გაესაუბრებით, მაქსიმალურად ეცდება მოკლე დროში გადაჭრას პრობლემა, თუმცა მას შეიძლება დაჭირდეს ინფორმაციის დაზუსტება სხვა თანამშორმლებთან, რათა მიზანს დროულად მიაღწიოს.
ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მიიღოთ პასუხი პიროვნებისა ან დეპარტამენტისგან, რომელიც პასუხისმგებელია მსგავსი სახის საკითხებზე. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც თქვენი საჩივარი სერიოზული ხასიათისაა და თქვენ უკმაყოფილო დარჩით ჩვენი დასკვნით, საკითხი შეიძლება უფრო გამწვავდეს. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიიღებთ თქვენი საჩივრის განხილვისას.
სამართლებრივი დაცვის საშუალებები
მთავარი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ: მომჩივანები, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა გრძნობდნენ თავს ისე, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მათ პრობლემები არ შექმნიათ.
ჩვენი მიზანია, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ პრაქტიკული სამართლებრივი დაცვის საშუალებები. როდესაც მოვლენები არასწორად ვითარდება, ჩვენ:
- გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და ვიღებთ პასუხისმგებლობას.
- განვიხილავთ და აგიხსნით თუ რა და რატომ არ წავიდა გეგმის მიხედვით.
- ვცდილობთ, რომ საკითხები გამოვასწოროთ დროულად.
- ვისწავლით თქვენი საჩივრების საფუძველზე და ჩვენს მომსახურებას გავაუმჯობესებთ.
კონფიდენციალურობა
თქვენს საჩივარს მოვაგვარებთ კონფიდენციალურობის დაცვის უმკაცრესი ნორმებით, ჩვენი გლობალური ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვის საფუძველზე. ინფორმაცია თქვენ შესახებ გაზიარებული იქნება მხოლოდ ორგანიზაციის შიგნით, რაც აუცილებელია, შემთხვევის გამოძიებისა და პრობლემის გადაჭრისთვის. თქვენს ინფორმაციას მხოლოდ თქვენივე თანხმობის საფუძველზე გავანდობთ მესამე მხარეს ან იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა მოითხოვს.
დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ ინფორმაციის ასლი, რომელსაც თქვენს შესახებ ვფლობთ, და ასევე, გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ ინფორმაციის შესწორება, თუ წააწყდებით რაიმე უზუსტობას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან ეწვიოთ ჩვენ ვებგვერდს - www.britishcouncil.org/privacy
ზოგადი მიმოხილვა
თუ საჩივარი ძალიან სერიოზულია, მიაღწია ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში განხილვის უმაღლეს დონეს და არ ხართ კმაყოფილი, მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეთ ჩვენს განხილვის დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც შეძლებს თქვენი შემთხვევის შეფასებას.
ხელმისაწვდომობა
იმ შემთხვევაში, თუ არ შეგვიძლია პირდაპირ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვას, გადაგამისამართებთ ორგანიზაციის სხვა თანამშრომელთან, რომელიც შეძლებს თქვენს დახმარებას. განსაკუთრებული შემთხვევის დროს, როდესაც არ იცით ვის გაესაუბროთ, ჩვენ შევძლებთ დაგაკავშიროთ შესაბამის პიროვნებასთან ან გუნდთან. ჩვენი პერსონალი ფლობს მარტივი ინგლისური ენით საუბრის უნარს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, გასაგები ენით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ განსხვავებულ ფორმატს, მაგალითად, ბრაილის შრიფტს.