ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებელთა ასოციაციებთან და სხვა ტიპის პროფესიულ ქსელებთან. გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, განავითაროთ სწავლების უნარები და დაამყაროთ პროფესიული კონტაქტები.
საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია (ETAG)
ETAG საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც აქვს წარმომადგენლობები საქართველოს ცხრა ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, რუსთავსა და თელავში. ასოციაციის მთავარი მიზანია ინგლისური ენის სწავლების სტანდარტების ამაღლება პროფესიული კონსულტაციების, ტრეინინგების, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების ჩატარების გზით.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ETAG ვებგვერდს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC)
TPDC საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ცენტრია, რომლის მთავარი მიზანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლებში, სწავლებისა და სწავლის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება და მასწავლებლების პროფესიის სტატუსის ამაღლება.
ინგლისურის, როგორც უცხო ენის, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია (IATEFL)
IATEFL ინგლისური ენის 4,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს მსოფლიოში. ეწვიეთ IATEFL ვებ-გვერდს ინფორმაციისთვის დიდ ბრიტანეთში 2014 წლის აპრილში დაგეგმილი კონფერენციის შესახებ.