გმადლობთ, რომ ეწვიეთ ბრიტანეთის საბჭოს ვაკანსიების გვერდს საქართველოში. მიმდინარე ვაკანსიებისა და განაცხადების მიღების პროცედურებისა თუ აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ჩვენს გლობალურ პორტალს |
ამ დროისთვის ბრიტანეთის საბჭოში ვაკანსია არ არის
ბრიტანეთის საბჭო ამ მხრივ უნიკალური ორგანიზაციაა. ჩვენ ვემხრობით პროფესიული ეთიკის, შემოქმედებითი მიდგომის და თანამონაწილეობის პრინციპებს, პატივს ვცემთ თითოეულ ინდივიდსა და მის პროფესიონალიზმს.
ბრიტანეთის საბჭოში მუშაობა გაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, დააგროვოთ გამოცდილება და განავითაროთ უნარ-ჩვევები საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა სფეროში. ჩვენი პერსონალი ითვლის 7,400 წევრს ბრიტანეთის საბჭოს ოფისებში, სასწავლო ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და საინფორმაციო რესურსცენტრებში, დიდ ბრიტანეთში, ასევე 100-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენთან დასაქმების შედეგად თქვენ გეძლევათ მრავალმხრივობის, ინიციატივის გამოჩენისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენის შესაძლებლობები მასტიმულირებელ და ხელშემწყობ გარემოში.
თქვენ საშულება გექნებათ, იზრუნოთ პირად და პროფესიულ განვითარებაზე ტრენინგების, სამუშაო ადგილზე პროფესიული წვრთნა და თვითგანვითარების სწავლის შედეგად.
თანასწორუფლებიანობა და მრავალფეროვნება
ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანაბარ შესაძლებლობების პოლიტიკას და მივესალმებით ამ კუთხით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენი თანასწორუფლებიანობისა და მრავალფეროვნების პოლიტიკა გამორიცხავს უსაფუძვლო დისკრიმინაციის დაუშვებლობას პერსონალის დაქირავებისას, მათი სამსახურებრივი პოზიციების შენარჩუნებისას და ტრენინგისა და განვითარების შესაძლებლობების მიწოდებისას. მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით გვერდს თანასწორუფლებიანობaსა და მრავალფეროვნების პოლიტიკაზე
ბავშვთა დაცვა
ბრიტანეთის საბჭო მიიჩნევს, რომ ყველა ბავშვს აქვს განვითარების პოტენციალი და რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები თითოეული ბავშვი უნიკალურია. ბრიტანეთის საბჭო ემხრობა გაეროს ბავშვის უფლებათა 1989 წლის კონვენციას და აღიარებს, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, დაცულ იყვნენ ნებისმიერი სახის ძალადობისგან გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად.