განათლების, ინგლისური ენისა და ხელოვნების სფეროებში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის შედეგად რეალურად ვცვლით მილიონობით ადამიანის ცხოვრებას დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ჩვენი საქმიანობა 20 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი სანდოობის საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბრენდი ვართ და ვთანამშრომლობთ ფართო სპექტრთან ორგანიზაციებისა, რომლებიც წარმატებულად იყენებენ ჩვენს საერთაშორისო ქსელებს, გამოცდილებას და სანდოობას თავიანთი მიზნების მისაღწევად. როდესაც საკითხი პარტნიორების მიზნებს შეეხება, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ბიზნესპარტნიორთა კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მარკეტინგულ სტრატეგიებს; და ასევე, ჩვენი საზოგადოებისა და მესამე სექტორის წარმომადგენელ პარტნიორთა მიზნებს განვითარების, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში. დღესდღეობით გვსურს, ინვესტიცია განვახორციელოთ იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილება და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა საქართველოში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენს გვსურს ვიმუშავოთ ინგლისური ენის მასწავლებლებთან, ინგლისური ენის შემსწავლელებთან, საუკეთესო სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე მოვიზიდოთ ახალი აუდიტორიები ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში განხორციელებული პროგრამების გზით. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევის გასატარებლად. დაგვიკავშირდით, თუ გსურთ ჩვენი მუშაობის მხარდაჭერა.

საქართველოში ჩვენს პარტნიორთა შორის არიან:

•  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

•  საგანმანათლებლო სააგენტო ELL 

• საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

• ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

• BP

• საქართველოს ინგლისურის მასწავლებელთა ასოციაცია (ETAG)

• საქართველოს ეროვნული მუზეუმი

• გორის ახალგაზრდობის, კულტურის ა და განათლების ცენტრი

• თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

• თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

• ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი არტ-ჰაუზი

• „არტისტერიუმი“

• კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრი

• რადიო NRJ ტალღაზე FM104.7

• გაზეთი Georgia Today

• ფონდი TRAM (Transform Arts Module Foundation)

• საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

• ICOMOS საქართველო

• საქართველოს სამხატვრო აკადემია

• საქართველოს მწერალთა კავშირი

• ფრანგული ინსტიტუტი

• გოეთეს ინსტიტუტი