ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია ბრიტანეთის საბჭოს საიტების გამოყენების შესახებ და ასევე, აღწერილია დეტალები იმ პოლიტიკისა, რომლითაც ბრიტანეთის საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს. 

 გამოყენების პირობები და პოლიტიკა ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.  

საიტის გამოყენების პირობები 

 ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავა გარკვეული მითითებები საიტის გამოყენების პირობების შესახებ. აქ თქვენ იპოვით ინფორმაციას, თუ როგორ შემუშავდა საიტი, რათა ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის; გაეცნობით ინფორმაციას საავტორო უფლებებისა და cookie პოლიტიკის შესახებ, ასევე, საჩივრის წარდგენის პროცედურებს.  

 გამოყენების პირობები

 ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავა როგორც ამ საიტის, ასევე მასზე გადმომყვანი და სხვა საიტებზე გადამყვანი ბმულების გამოყენების პირობები.  

 შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის გამოყენების პირობებს ინგლისურ ენაზე. 

ხელმისაწვდომობა

ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რათა www.britishcouncil.ge ყოფილიყო მარტივი ხელმისაწვდომად და გამოსაყენებლად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საძიებო სისტემაში ხსნით მას და რა მოწყობილობით ცდილობთ საიტთან დაკავშირებას.   

შეგიძლიათ გაეცნოთ მეტ ინფორმაციას ბრიტანეთის საბჭოს საიტის შესახებ საიტის ნაწილში, სადაც აღწერილია ხელმისაწვდომობის ზომები ინგლისურ ენაზე. 

საჩივრის წარდგენა

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მოსაზრებებს. ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან თქვენი ურთიერთობა საუკეთესო გამოცდილებად იქცეს, ამდენად, მივესალმებით  მოწონების ან უკმაყოფილების გამომხატველ შენიშვნებს, მოსაზრებებსა და დეტალებს  ჩვენთან ურთიერთობის ან ჩვენი პროდუქტით სარგებლობის პროცესში მოწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული ვიქნებით, თუკი ჩვენი პერსონალის კონკრეტული წევრი განსაკუთრებულად მოგემსახურათ და შესაბამისად, საქმის კურსში ჩაგვაყენებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.  

 შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საჩივრის წარდგენის პროცედურებს ინგლისურ ენაზე. 

პოლიტიკა

როგორც კულტურულ ურთიერთობათა ხელშემწყობი ორგანიზაცია, ბრიტანეთის საბჭო ხელმძღვანელობს პოლიტიკით,  რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ გზებს, მიმართულს პირადი მონაცემების, ბავშვებისა და გარემოს დაცვისკენ და ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციის თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. 

საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობის განმსაზღვრელი ადგილობრივი დებულებები მიმოხილულ იქნება საიტის ამ ნაწილში. 

პირადი მონაცემების დაცვა

ვთვლით, რომ პირადი მონაცემების კანონიერი და კორექტული გამოყენება დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი წარმატებული საქმიანობისთვის და ნდობის განმტკიცებისთვის იმ პირთა და ორგანიზაციათა მხრიდან, რომლებთანაც ვმუშაობთ. ეს განცხადება თანაბარი ძალით ვრცელდება ყველა ჩვენს ოფისსზე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.  

შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პირადი მონაცემების დაცვის გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკას ინგლისურ ენაზე.

უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა

ბრიტანეთის საბჭოს მიზანია შექმნას უსაფრთხო გარემო, სადაც არცერთი ბავშვი ან ზრდასრული ადამიანი არ დაშავდება ან დაიჩაგრება ჩვენთან ურთიერთობისას. ეს პოლიტიკა მოიცავს  ბავშვებისა და ზრდასრულების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილ დოკუმენტების ერთობლიობას. იგი განმარტავს რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისა და ზრდასრულების უსაფრთხოება და ასევე აღწერს რა ზომებს მიიღებს ორგანიზაცია აღნიშნული პასუხისმგებლობის შესასრულებლად ბავშვებთან და ზრდასრულებთან ურთიერთობისას. ბრიტანეთის საბჭო მხარს უჭერს უსართხოების დაცვის ნორმების დარღვევისადმი ნულოვან ტოლერანტობას.

შეგიძლიათ პოლიტიკას ინგლისურ ენაზე.

გარემოს დაცვის პოლიტიკა 

ბრიტანეთის საბჭო ემხრობა გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო სტანდარტებს გარემოზე ჩვენი ზეგავლენის მართვის თვალსაზრისით. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქმიანობით ზეგავლენას ვახდენთ გარემოზე. ასევე ვაცნობიერებთ, რომ გლობალური კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანთა კეთილდღეობას, სოციალურ თანასწორობას და ცხოვრების ხარისხს. ამდენად, ვცდილობთ, ვმართოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ჩვენი ზეგავლენა. 

შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს გარემოს დაცვის პოლიტიკას ინგლისურ ენაზე. 

ინფორმაციის თავისუფლება  

ბრიტანეთის საბჭო მუდმივად მუშაობს ახალი და გამჭვირვალე გზების მოძიებაზე მსოფლიოს თანამეგობრობის მეტი ხარისხით მოსაზიდად ჩვენს საქმიანობებში. პროფესიული პატიოსნებითა და ნდობით გამსჭვალული ატმოსფეროს შესაქმნელად ძალზე მნიშვნელოვანია მეტი ორგანიზაციული გახსნილობისა და გამჭვირვალობის მაგალითის მიცემა მსოფლიოსთვის.   

 შეგიძლიათ გაეცნოთ გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ინგლისურ ენაზე.  

თანაბარი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება

ბრიტანეთის საბჭო ქმნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს როგორ დიდ ბრიტანეთში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის და აყალიბებს ნდობის ატმოსფეროს  მათ შორის. ჩვენი მუშაობა განსხავავებული წარმომავლობისა და კულტურის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობათა დამყარებისკენაა მიმართული. ამდენად,  მრავალფეროვნების ასპექტის ეფექტურად ამოქმედება და თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ბრიტანეთის საბჭოს მუშაობის არსებითი ნაწილია. 

შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პოლიტიკას ინგლისურ ენაზე და შეიტყოთ, თუ როგორ ვითვალისწინებთ თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების პრინციპებს ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში და ასევე, ვის შეიძლება დაუკავშირდეთ მეტი ინფორმაციისთვის.