A1 დონე შეესაბამება ენის ზოგად მომხმარებლებს, რომლებიც ყოველდღიურ სიტუაციებში კომუნიკაციას ხშირად გამოყენებული ფრაზებით და მარტივი ლექსიკით ახერხებენ.
ენების ფლობის საერთო ევროპულ კრიტერიუმებს (CEFR) გააჩნია ექვსი დონე, A1–დან – დამწყებთათვის, C2–მდე – გამოცდილთათვის. დონეები სამ ძირითად დანაყოფად იყოფა: "A" ზოგადი მომხმარებელი, "B" დამოუკიდებელი მომხმარებელი და "C" გამოცდილი მომხმარებელი.
რა შეუძლია ინგლისური ენის A1 დონის მსმენელს?
მსმენლები, რომლებიც ფლობენ A1 დონეს:
- მათ შეუძლიათ გაიგონ და გამოიყენონ ფართოდ გავრცელებული ყოველდღიური გამონათქვამები და მარტივი ფრაზები აუცილებელი საჭიროებისთვის.
- მათ შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი თავი და სხვა ადამიანები, დასვან და უპასუხონ კითხვებს ისეთ პირად დეტალებზე, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილი, საგნები და ნაცნობი ადამიანები.
- შეუძლიათ მარტივი ფორმით კომუნიკაცია, თუ მოსაუბრე მეტყველებს ნელა და გარკვევით.