A2 English level, image

A2 დონე შეესაბამება ენის  ზოგად მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ყოველდღიურ სიტუაციებში ხშირად გამოყენებადი გამონათქვამებით  კომუნიკაცია.

ენების ფლობის საერთო ევროპულ კრიტერიუმებს (CEFR) გააჩნია ექვსი დონე, A1–დან – დამწყებთათვის, C2–მდე – გამოცდილთათვის. დონეები სამ ძირითად დანაყოფად იყოფა: "A" ან ზოგადი მომხმარებელი, "B" ან დამოუკიდებელი მომხმარებელი და "C" ან გამოცდილი მომხმარებელი.

რა შეუძლია ინგლისური ენის A2 დონის მსმენელს?

მსმენლებს , რომლებიც ფლობენ A2 დონეს:

  • მათ შეუძლიათ გაიგონ წინადადებები და გამონათქვამები მათთვის ნაცნობ თემებზე, როგორიც არის პირადი და ოჯახური ინფორმაცია, საყიდლები, საინტერესო ადგილები და სამსახური.
  • შეუძლიათ  კომუნიკაცია  ყოველდღიურ,ნაცნობ თემებზე რომლებიც მხოლოდ მარტივი და კონკრეტულ ინფორმაციის გაცვლას საჭიროებს.
  • შეუძლიათ მარტივი ენით აღწერონ წარსულში მომხდარი ამბები , გარემო და მათ უშუალო საჭიროებებთან დაკავშირებული საგნები.

See also