ადამიანების პორტრეტი ©

Mat Wright, British Council Photos

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება  სხვადასხვა კულტურებს შორის ურთიერთხელსაყრელ, გრძელვადიან და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს. ეს კი ვერ მიიღწევა თანასწორობის. მრავლაფეროვნების და ინკლუზიის გარეშე.

ჩვენი თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა  და თანაბარი შესაძლებლობების სტრატეგია ცხადად გამოხატავს ჩვენს მიდგომას - ცენტრალური ადგილი დავუთმოთ მათ ჩვენს საქმიანობაში.

როგორ ვმუშაობთ

თანაბარი შესაძლებლობების და ინკლუზიურობის პოლიტიკა ჩვენს საქმიანობაში ცალსახად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა კუთხეში ხელოვნების, საზოგადოების, ინკლუ\იური განათლების, ინგლისურის სწავლების თუ გამოცდების კუთხით. ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ინკლუზიური პროგრამები და პროექტები, რომლებიც განსხვავებული გამოცდილებისა თუ წარმომავლობის ადამიანებს დააკავშირებს. ვიმედოვნებთ, ასეთი დამოკიდებულებით მათი გამოცდილება უფრო მრავალმხრივი გახდება და მიგვიყვანს უფრო ინკლუზიურ საზოგადოებამდე.

თანაბარ შესაძლებლობებსა და ინკლუზიაზე საუბრისას თანასწორობის ბრიტანული კანონმდებლობის ექვს ძირითად სფეროს ვგულისხმობთ, ესენია: 

  • ასაკი
  • შეზღუდული შესაძლებლობა
  • ეთნიკურობა ან რასა
  • გენდერი
  • რელიგია/მრწამსი და კულტურა
  • სექსუალური ორიენტაცია

ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს სფეროები განსაზღვრავს და აყალიბებს ჩვენს იდენტობას სხვა ისეთ თავისებურებებთან ერთად, როგორებიცაა სოციალური სტატუსი თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩვენ ვეხმარებით კოლეგებს უკეთ ჩაწვდნენ თანაბარი შესაძლებელობების და ინკლუზიის პოლიტიკის ბიზნეს, მორალურ-ეთიკურ თუ ეკონომიკურ თავისებურებებს.

 

თანაბარი შესაძლებლობების, მრავალფეროვნების და ინკლუზიის განხორციელების მექანიზმები

მრავალფეროვნების შეფასების ჩარჩო (DAF)

ბრიტანეთის საბჭოს მრავალფერონების შეფასები სჩარჩო (DAF) არისმექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თანაბარი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვნების პრინციპები ჩვენს მუშაობაში უნდა იქნას ასახული. შეფასების ჩარჩო წარმოადგენს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ჩვენი ოფისების საერთაშორისო ქსელმა უნდა წარმართოს მუშაობა საუკეთსო პრაქტიკის დასანერგად და სათანადო ანგარიშების წარსადგენად - თუ რა კონკრეტულ იშედეგები იქნა მიღწეული თანაბარი შესაძლებლობების და მრავალფეროვნების პრინციპების დაცვის კუთხით. იგი ერთგვარი შიდა კონტროლის მექანიზმია, რომლის მიხედვითაც გენერირდება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები დამტკიცებულებები და რომლებიც სხვებ სშეუძლიათ თავიანთი მუშაობის პროცესში გაითვალისწინონ. ამ მიდგომამ საკმაო ინტერესი გამოიწვია საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხრიდან როგორც დიდბრიტანეთში, ასევე მთელმსოფლიოში.

თანასწორობის შემოწმების და შესაძლო შედეგების შეფასების მექანიზმი(ESIA)

როდესაც ახალ პოლიკის ან პროცესის შემუშავება გვიწევს, ან კიდევ ახალი პროგრამის ამოქმედება, ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ მათი შესაძლო შედეგი თუ ზეგავლენა  სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებზე. ვცდილობთ გავითვალისწინოთ არის თუ არა პოტენციური საფრთხე დისკრიმინაციისა ან კიდევ შესაძლებლობა მოვახდინოთ მეტი მხარდაჭერა თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიის კუთხით და გავარკვიოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა, რა შევცვალოთ ან გავითვალისწინოთ, ამით თანაბარი შესაძლებლობის პოლიტიკას უკვე თავიდანვე ვითვალისწინებთ.

თანასწორობის მონიტორინგი

ჩვენ უკვე 2001/2002 წლებიდან ვაანალიზებთ მონაცემებს ვისთან ვმუშაობთ, მხედველობაში გვაქვს ბრიტანეთში დაქირავებული თანამშრომლები. ჩვენი ოფისები საზღვარგარეთ ასევე განიხილავენ თანამშრომლების მონაცემებს. ბრიტანეთში გაანალიზებული მონაცებემბი მოიცავს ასაკს, შეზღუდული შესაძლებლობის არსებობას, ეთნიკურობას/რასას, გენდერს, რელიგიას/მრწამსს, ორიენტაციას და საქმიანობის პირობებს. ჩვენ ვადარებთ შედეგებს ეროვნულ და ადგილობრივ მონაცემებთან და ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი.

 

თანაბარი შესაძლებლობები, მრავალფეროვნება და ინკლუზია პროექტებში

 ბრიტანეთის საბჭოს პროექტები ხელს უწყობს თანაბარი შესაძლებლობების, მრავალფეროვნების და ინკლუზიის გატარებას. განსახკუთრებით გვსურს გამოვყოთ:

ეს პროგრამა ეხება ხელოვნებასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მოქმედებს რა 2015 წლიდან, მისი მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს შეზღუდვა მათთვის ვინც ოცნებობს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა თუ ფიზიკური შესაძლებლობისა. დღესდღეობით, პროგრამა  მოიცავს ვორკშოპებს, საგანმანათლებლო ფორუმებს და წარმოდგენებს. 

პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი ასევე გულისხმობს გაზარდოს  ურთიერთგაგება, ტოლერანტობა, კეთილგანწყობა, დიალოგი და გენდერული თანასწორობის შეგნება საზოგადოებაში.

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებისთვის

ბრიტანეთის საბჭო ყველა კანდიდატს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისად  უზრუნველყოფს საჭირო საგამოცდო პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებისათვის.  კანდიდატი წინასწარ გვანტყობინებს განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ და ტესტირების თარიღის დადგომამდე ხდება აუცილებელი პირობების ორგანიზება.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

ჩვენი თანამშრომლები

ჩვენ გვურს ბრიტანეთის საბჭო იყოს ინკლუზიური სამუშაო პირობების თვალსაზრისითაც. ჩვენ ადამიანებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ვცდილობთ აღმოვუფხვრათ ბარიერები, განსაკუთრებით თუ ისინი მცირედ წარმოდგენილ ჯგუფიდან არიან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავუშვათ უსამართლობა და დისკრიმინაცია თანამშრომლების აყვანისას, საკადრო პოლიტიკაში და გაწეული სამუშაოს საფასურის გადახდისას და ეს ვრცელდება ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროზე. 

ჩვენ მივესალმებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებას. ეს გულისმობს, რომ ვცდილობთ მოვიზიდოთ, დავასაქმოთ და შევინარჩუნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და შევძლოთ მათი უნარებისა და ნიჭის გამოყენება.

მრავალფეროვნების კვირა ბრიტანეთის საბჭოში

ბრიტანეთის საბჭო ყოველწლიურად აწყობს მრავალფეროვნების კვირას თანამშრომლებისთვის და ჩვენი სერვისების მომხმარებლებისთვის. ამით ხელს უწყობს მრავალფეროვნების, თანაბარი შესაძლებლობების და ინკლუზიისადმი ცნობიერების ამაღლებას.