B2 English level, image

B2 დონე შეესაბამება ენის დამოუკიდებელ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიტანონ მთავარი აზრი რთული ტექსტებიდან და კომფორტულად იგრძნონ თავი ინგლისურენოვან გარემოში.

ენების ფლობის საერთო ევროპულ კრიტერიუმებს(CEFR) გააჩნია ექვსი დონე, A1–დან – დამწყებთათვის, C2–მდე – გამოცდილთათვის. დონეები სამ ძირითად დანაყოფად იყოფა: "A" ან ზოგადი მომხმარებელი, "B" ან დამოუკიდებელი მომხმარებელი და "C" ან გამოცდილი მომხმარებელი.

რა შეუძლია ინგლისური ენის B2 დონის მსმენელს?

მსმენელებს, რომლებიც ფლობენ B2 დონეს:

  • შეუძლიათ რთული ტექსტებიდან მთავარი აზრის გამოტანა,როგორც კონკრეტულ, ასევე აბსტრაქტულ თემებზე, მათ შორის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა მათი სპეციალობის სფეროდან.
  • შეუძლიათ სრულყოფილი და სპონტანური ინტერაქცია, რაც გულისხმობს ინგლისურენოვან მოსაუბრეებთან ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე კომუნიკაციას.
  • შეუძლიათ შექმნან მკაფიო, დეტალური ტექსტი და ახსნან თავიანთი მოსაზრება აქტუალურ საკითხზე და მიუთითონ სხვადასხვა არჩევნის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.

See also