,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ ეხება ხელოვნებასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მისი მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს შეზღუდვა მათთვის ვინც ოცნებობს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა თუ ფიზიკური შესაძლებლობისა. დღესდღეობით, პროგრამა მოიცავს ვორკშოპებს, საგანმანათლებლო ფორუმებს და წარმოდგენებს.
ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა, რომელიც მოიცავდა ვორკშოპებს, საგანმანათლებლო ფორუმებს და წარმოდგენებს. 2015 წლიდან მოყოლებული პროგრამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ხელოვნებასა და თეატრზე, ისე პროგრამის მონაწილე ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებაზე.
პროგრამის შედეგად მიღწეული პოზიტიური ცვლილებები სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მზარდი მონაწილეობა შემოქმედებით ეკონომიკაში, ასევე შესაბამისი პოლიტიკის შექმნაში.
- პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა უნარების განვითარება მაღალი ხარისხის და ინკლუზიური სახელოვნებო ნიმუშების შექმნის და წარმოდგენის მიზნით.
- მჭიდრო პროფესიული კავშირების შექმნა და სექტორის განვითარების და ინტერნაციონალიზაციის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრიტანელ ხელოვანებთან და კომპანიებთან ახალი პარტიორობის და თანამშრომლობის განხორციელება.
- ცვლილებები სოციალურ პოლიტიკასა და კანონმდებლობაში, ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოქმედებითი პოტენციალისადმი მეტად პოზიტიური დამოკიდებულება.
- საზოგადოების განვითარებაში ხელოვნების როლის უკეთ გაცნობიერება ინკლუზიური ხელოვნების მიმართულებით ბრიტანული ექსპერტიზის საუკეთესო მაგალითების დემონსტრირებით.
დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში პროგრამა ,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა,“ გახდა უდიდესი ინსპირაციის წყარო რეალური რეფორმების და ქართული საზოგადოების დამოკიდებულებისა გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ჩვენ ვამაყობთ რამდენიმე მიღწევით, რისი საშუალებაც პროგრამამ მოგვცა
- პროგრამა გახდა საქართველოში პირველი, თბილისის ინკლუზიური საცეკვაო კომპანიის შექმნის ინსპირაციის წყარო
- ქართველმა მოცეკვავეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო მასშტაბის თეატრალური წარმოდგენის „არგონავტების“ შექმნის პროცესში. ეს სპექტაკლი ბრიტანელმა ქორეოგრაფმა ბენდიუკმადადგა. პრემიერა შედგა ბრიტანული სეზონის ფარგლებში #UKGeorgia2019და დიდი მოწონება დაიმსახურა.
- საქართველოს პარლამენტმა პირველად უმასპინძლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების საერთაშორისო ფორუმს. ღონისძიების მონაწილეების მიერ მოწოდებული უკუკავშირის შედეგად შევიტყვეთ, რომ 39 რესპოდენტიდან ყველა ადასტურებს მათ მიერ ინკუზიური ხელოვნების ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიურ დამოკიდებულებას, ასევე მზადყოფნას უფრო გაიცნონ ეს სფერო და კულტურის ეს მიმართულება.
რა შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის სულს? როგორ გავზომოთ ის? განვიხილოთ ქეთი ზაზანაშვილის შემთხვევა, რომელიც გახლავთ ნიჭიერი მოცეკვავე და ქორეოგრაფი. მას აწუხებდა ის, თუ რატომ არ შეუძლია ყველას განიცადოს სიხალისე, სიმშვიდე და ინტელექტუალური ჩართულობა, რომელიც ცეკვიდან მოდის. ქეთიმ იცოდა, რომ ის ცხოვრობდა ისეთ ადგილას, სადაც შშმ პირები გარიყულნი იყვნენ ხელოვნებიდან და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა ასპექტებიდან. თუმცა, აჩრდილივით დასდევდა შეკითხვა: რატომ უნდა იყოს ასე? Candoco-ც, რომელიც გახლავთ ლონდონში არსებული საცეკვაო კომპანია ჩვეულებრივი განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემსრულებლებისთვის, იგივე შეკითხვას სვამს 1991 წლიდან. კომპანიამ ქეთევანის შეკითხვას ერთ -ერთი საუკეთესო პასუხი გასცა: არ არსებობს არავიათარი მიზეზი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარიყულნი იყვნენ ხელოვნებისგან. ამისთვის არავითარი საპატიო მიზეზი არ არსებობს.