ჩვენი საქმიანობა განათლების სფეროში ფოკუსირებულია განათლების ინტერნაციონალიზაციაზე, ბრიტანული გამოცდილების, ინოვაციების გაზიარებაზე, განათლების კუთხით მომუშავე პარტნიორების დაახლოვებაზე.
საზოგადოების სფეროში საქმიანობით ვეხმარებით მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს წვლილი შეიტანონ ჩართულობაზე ორიენტირებული, ღია მსოფლიოს ფორმირებაში და განიხილონ ლოკალური პრობლემები გლობალურ კონტექსტში.
ჩვენ ვახორციელებთ პროგრამებს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტულ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალგაზრდობის საკითხები და სოციალური მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები და მრავალფეროვნება, მიგრაცია, სოციალური ინკლუზია და ჩართულობა, აქტიური მოქალაქეობა.