Lost Dog  არის მრავალი ჯილდოს მფლობელი საცეკვაო თეატრალური კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელობს ოლივიეს ჯილდოზე ნომინირებული რეჟისორი / ქორეოგრაფი ბენ დიუკი. კომპანია იყენებს ტექსტს, ცოცხალ მუსიკას და მოძრაობას და ამ ელემენტების შერწყმით ქმნის ნამუშევარს, რომელშიც ცეკვა ამბებისა და გმირების ჩარჩოშია მოქცეული. ”ჩვენ დავიწყეთ იდეით და ვაგრძელეთ მასთან შეჭიდებას, რომ ვთქვათ, რისი თქმაც საჭიროა, და დანარჩენი ცეკვაში გამოვხატოთ”.

საცეკვაო კომპანია Candoco  აერთიანებს როგორც ტიპიური განვითარების ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეებს. ისინი ქმნიან შესანიშნავ და შთამბეჭდავ წარმოდგენებს, რაც აცოცხლებს, ცვლის და აფართოებს ხელოვნებისა და შესაძლებლობების აღქმას, რომელიც არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. კომპანია საზოგადოებას და თანამშრომლობას აყენებს ყველაფრის ცენტრში. ისინი ამზადებენ სპექტაკლებს,  რომლებსაც ქმნიან მსოფლიო კლასის ქორეოგრაფები და რომელიც ითვალისწინებს გასტროლებს როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ისინი საზოგადოებას აწვდიან სრულფასოვან ცოდნას და განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა უმაღლესი ხარისხის ქორეოგრაფიასთან.

კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი  იმთავითვე დაინტერესდა  ინტეგრირებული ცეკვის პოპულარიზაციით,  როგორც კი 2013 წელს თეატრის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ თანამშრომლობა. Candoco-ს პირველმა წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თეატრის გუნდზე, რომელთაც აიტაცეს იდეა და ამის შემდეგ რამდენიმე ინკლუზიურ თეატრალურ წარმოდგენას დაუჭირეს მხარი.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  დაარსდა 2009 წელს და იმთავითვე იქცა ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე პლატფორმად კავკასიის რეგიონში. ის წარმოდგენს ყველაზე ინოვაციურ და ხანდახან საკმაოდ პროვოკაციულ თეატრალურ ნამუშევრებს. ფესტივალი იმართება ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში. ფესტივალი შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: საერთაშორისო პროგრამა, საერთაშორისო „ახალი“, ქართული შოუქეისი, ახალი ბაზარი და ფესტივალის კლუბი. ყოველწლიურად ფესტივალში წარმოდგენილია საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლების და რეჟისორების შედევრები, მაგრამ ასევე იხილავთ თეატრებსა და არტისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ცნობილები ფართო აუდიტორიისთვის, მაგრამ შესანიშნავ ნამუშევრებს ქმინან. მათთვის შესაძლოა თბილისი წარმატებისა და აღიარების საწყის სათავედ იქცეს.