Creative Producers Programme არის British Council-ის პროფესიული განვითარების დიდებული შესაძლებლობა კრეატიული პროდიუსერებისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, უკრაინა, უზბეკეთი და დასავლეთ ბალკანეთი, რომლებიც ითანამშრომლებენ ცნობილ ბრიტანულ პროდიუსერულ კომპანიასთან - Curated Place პროფესიული უნარების და კონტაქტების გასავითარებლად და გასაფართოვებლად.
პროგრამა შექმნილია Creative Production-ის, როგორც პროფესიის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის უფრო ამბიციური და თამამი კრეატიული პროექტების განსახორციელებლად ახალი პროექტების, გუნდების და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერით.
ვიწვევთ კრეატიულ პროდიუსერებს ექსპერიმენტებისა და ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს შორის თანამშრომლობებისკენ; ასე რომ არ გამოტოვოთ საკუთარი თავის გამოწვევის ეს უნიკალური შესაძლებლობა და შემოიტანეთ განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად!
ვორკშოპების მიზანია მონაწილემ მრავალეროვნულ ჯგუფში იმუშაოს პროექტზე და პროექტის იდეის მკაფიოდ ჩამოყალიბებაზე და გაიაზროს პროექტის პრაქტიკული ასპექტები; კერძოდ სად, როდის და როგორ განხორციელდება ესა თუ ის პროექტი და, რაც მთავარია, ვისთვის იქნება განკუთვნილი. პროგრამის მიზანია შექმნას კრეატიული სექტორის წარმომადგენლების მდგრადი და ავტორიტეტული ჯგუფი, რომელიც იქნება ფესვგადგმული ადგილობრივად, მაგრამ შეიძენს საერთაშორისო კონტაქტებს და რომელსაც ექნება გაცნობიერებული კრეატიული პროდიუსირების ყველა ასპექტი დაწყებული შემოქმედებითი ხედვითა და ტექნიკური გამოწვევებით და დამთავრებული ბიუჯეტით, ლოჯისტიკით და სამიზნე აუდიტორიით.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის წინა წლებისა და კრეატიული პროდიუსერების პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.