ვაცხადებით ღია კონკურსს შემოქმედებითი ეკონომიკის მხარდაჭერა: ონლაინ სასწავლო პროგრამა პოლიტიკის განვითარების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, ვინც შემოქმედებით ინდუსტრიებში საქმიანობს. განაცხადების მიღება იწყება 2022წ. 13 ივნისს და სრულდება 2022წ.8 ივლისს თბილისის დროით 15:00სთ-ზე.
პროგრამის შესახებ
,,შემოქმედებითი ეკონომიკის მხარდაჭერა: პროგრამა პოლიტიკის შემქმნელთათვის'' არის 9-კვირიანი თვითშესწავლის ონლაინ პროგრამა კულტურის და შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულთათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ალბანეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, თურქეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, საქართველოს, სერბეთის, სომხეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ყაზახეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს. პროგრამის მიზანია დაეხმაროს პროფესიონალებს შემოქმედებითი ეკონომიკის ცნების გააზრებაში და პოლიტიკის განვითარების შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესებაში ქეისების, გამოცდილებების და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით. პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს ახალ იდეებსა და ინსტრუმენტებს თავის ქალაქში/რეგიონში/ქვეყანაში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდასაჭერად და და ბრიტანეთთან და საერთაშორისო მასშტაბით კონტაქტების დასამყარებლად.
ონლაინ პროგრამა 9 კვირიანია და მოიცავს პერიოდს 2022წ. 25 ივნისი-2022წ. 25 სექტემბერი. პროგრამის ფარგლებში ასევე ჩატარდება 3 ლაივ-სესია, რომელთა მიზანია პროგრამის სხვა მონაწილეების გაცნობა და იდეების გენერირება. თითოეული მოდული შეიცავს ძირითად თემატურ მასალას და სასწავლო აქტივობებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს. მონაწილეები, რომლებიც სრულად დაფარავენ კურსს, მიიღებენ British Council-ის და Cultural Associates Oxford-ის სერტიფიკატს. იხილეთ პროგრამის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე: arts.info@britishcouncil.org