სეზონის ფარგლებში, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოჭრილი უნიკალური მონეტის გამოფენას

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. მონეტა უნიკალურია იმით, რომ ესაა დავითის მეფობის დროს მოჭრილი ერთადერთი მონეტა მისი გამოსახულებით.  ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც შექმნილია მისი მეფობის პერიოდში (1089-1125). მონეტამ ცოტა ხნით გადმოინაცვლა ბრიტანეთის მუზეუმიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, როგორც ნაწილი თემატური გამოფენისა, რომელზეც წარმოდგენილია მეფე დავით აღმაშენებლის მიღწევები. გამოფენის გახსნას დაესწრო ბრიტანეთის მუზეუმის ცენტრალური და აღმოსავლეთის მონეტების განყოფილების კურატორი. მან ასევე გააკეთა მოხსენება "რას გვიამბობენ უძველესი მონეტები".  საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს სხვადასხვა ლექციას და ვორკშოპს, რომელიც დაკავშირებულია მონეტებთან და დავით აღმაშენებლის მეფობის ხანასთან, ისევე როგორც ბრიტანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებთან. სპეციალურად შექმნილი ციფრული პლატფორმა კი უფრო ფართო აუდიტორიას აძლევს საშუალებას, ონლაინ პლატფორმის საშუალებით იხილონ მონეტა.

პერიოდი 16 სექტემბერი -15 დეკემბერი 2019 წელი
ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, რუსთაველის გამზირი N2, 

See also

გარე ბმულები