Connections Through Culture Grants 2025, image
Photo from the ‘Unlimited Forum: Arts for All’ held in Turkey on February 2023.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - კავშირები კულტურის საშუალებით (CTC - გრანტები მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთისა და აზია-წყნარი ოკეანისა და ევროპის შერჩეული ქვეყნების ხელოვანთა  თანამშრომლობას. Ამ გრანტებით ხელს ვუწყობთ ხელოვანთა, შემოქმედებით პრაქტიკოსთა და სახელოვნებო ორგანიზაციათა თანამშრომლობის პროექტებს,  და ვაძლიერებთ კულტურათაშორის გაცვლასა და გრძელვადიან ურთიერთობებს. 

2024 წელს, პროგრამის ფარგლებში გაიცა £741,000-ზე მეტი   აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 11 ქვეყანაში 84 თანამშრომლობისთვის. პროექტები მოიცავდა თემათა დიდ დიაპაზონს, მათ შორის მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას და კლიმატის საკითხებს და მხარს უჭერდა იმგვარ კოლაბორაციებს, როგორიცაა  სმენა-დაქვეითებულთა მიერ მართული მუსიკალური ღონისძიებები, საერთაშორისო თეატრალური ნამუშევრები, ციფრული ხელოვნების კურსები და შემოქმედებითი ვორქშოპები. 2024 წლის გრანტების მიმღებთა შესახებ მეტი შეიტყვეთ აქ.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2025 წელს ვაფართოებთ პროგრამას ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, რაც ამ ქვეყნებს საერთაშორისო პარტნიორების დიაპაზონის გაფართოების მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს.

გრანტზე განაცხადის გაკეთება

გრანტების ბოლო რაუნდის აპლიკაციები ახლა ღიაა. ჩვენი ვარაუდით, ახალი კოლაბორაციული პროექტების მხარდასაჭერად, დაახლოებით 90 გრანტი გაიცემა ღირებულებით £5000 ან £10,000. 

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ გაეცნოთ აპლიკანტებისათვის სასარგებლო ყველა ინფორმაციას და ჩამოტვირთოთ აპლიკაციის ქვემოთ წარმოდგენილი რესურსები და ხდკ-ები.

გამოგზავნეთ განაცხადი ახლა

აპლიკანტებისათვის განკუთვნილი ინფორმაცია

მთავარი თარიღები

  • განაცხადების მიღება იწყება: 2025 წლის 28 აპრილს
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 23 ივნისი (15:00 BST)
  • საინფორმაციო სესიები:
  1. სამშაბათი, 6 მაისი, (08:00 BST)
  2. ოთხშაბათი, 7 მაისი, (09:00 BST)
  3. ოთხშაბათი, 14 მაისი, (10:00 BST)
  4. ხუთშაბათი, 15 მაისი, (09:00 BST)
  • გადაწყვეტილების შესახებ აპლიკანტთათვის შეტყობინების გაგზავნა: 2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვები
  • პროექტი იწყება: 2025 წლის ოქტომბრიდან

რისთვის შეიძლება იყოს გრანტები გამოყენებული?

გრანტები მხარს უჭერს ახალი შემოქმედებითი პროექტების განვითარებას და წარმოადგენს იმგვარი კოლაბორაციული აქტივობების საწინდარს, რომელთა ფარგლებშიც ხდება უნართა, ცოდნისა და პრაქტიკის ურთიერთგაცვლა. შესაძლებელია რიგი მიდგომების დანერგვა, როგორიცაა კურსები, ჩვენებები, ვიტრინებზე გამოფენები, პუბლიკაციები, ვებინარები, კონფერენციები და ა.შ. პროექტები შესაძლებელია იყოს ციფრული, პირისპირ ან ჰიბრიდული.

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

თითოეული განაცხადი დიდი ბრიტანეთის სულ მცირე ერთი პარტნიორისა და ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყანათაგან სულ მცირე ერთი საერთაშორისო პარტნიორისგან უნდა შედგებოდეს.

მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნები

ავსტრალია, აზერბაიჯანი, ახალი ზელანდია, ბანგლადეში,  ვიეტნამი, თურქეთი, ინდონეზია, მალაიზია, მიანმარი, ნეპალი,  საქართველო, სომხეთი, ტაილანდი, უზბეკეთი, ფილიპინები, ყაზახეთი, შრი ლანკა, ჩინეთი.

განცხადების გაკეთება ინდივიდის მიერ

ვიღებთ  განაცხადებს გაერთიანებულ სამეფოში და მონაწილე ქვეყნებში კანონიერად დარეგისტრირებული ინდივიდების მხრიდანაც.

შესაბამისობის კრიტერიუმი

  • ისეთი განაცხადების შემთხვევაში, რომლებიც პასუხობს CTC 2025-ის პრიორიტეტულ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისა და კლიმატის ცვლილების თემებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა მოხდეს მათი პრიორიტიზება.
  • მივესალმებით როგორც ახალი, ასევე არსებული პარტნიორების განაცხადებს და  განსაკუთრებით გვინდა გამოგვეხმაურონ ისინი, ვისთან მუშაობის გამოცდილებაც წინათ არ გვქონია.
  • აღნიშნული პროგრამისათვის მთავარი ასპექტია თანამშრომლობა; ამდენად საჭიროა პარტნიორების ერთობლივი მუშაობა, რათა ერთად შექმნან, ერთად წარმოადგინონ ან ერთად გამოიკვლიონ ინოვაციური მხატვრული და კულტურული პროექტები.

სრული შესაბამისობის კრიტერიუმისათვის, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ქვემოთ წარმოდგენილი რესურსები.

შესაბამისი მხატვრული ფორმები

  • არქიტექტურა
  • დიზაინი და მოდა
  • შემოქმედებითი ტექნოლოგიები
  • კინო
  • ლიტერატურა
  • მუსიკა
  • თეატრი და ცეკვა
  • ვიზუალური ხელოვნება.

აგრეთვე ვიღებთ წინადადებებს შემდეგი დარგებიდან:

  • ხელოვნების გამჭოლი ფორმის პროექტები 
  • პროექტები, რომელთა თემები  რელევანტურია შემოქმედებითი ეკონომიკისთვის  (პოლიტიკა, კვლევა და დაცვა, აგრეთვე შემოქმედებითი დარგის სპეციალისტებისა და პოლიტშემოქმედების განვითარება)
  • გამჭოლი დისციპლინების მხატვრული პროექტები (მაგ., ხელოვნება + მეცნიერება, ხელოვნება + ტექნოლოგია)

საგრანტო თანხა

საგრანტო თანხა პროექტებისთვის გაერთიანებულ სამეფოსა და:
£5000-მდე ავსტრალია, ახალი ზელანდია
£10,000-მდე აზერბაიჯანი, ბანგლადეში,  ვიეტნამი,  თურქეთი, ინდონეზია, მალაიზია, მიანმარი, ნეპალი, საქართველო, სომხეთი, ტაილანდი,  უკრაინა, უზბეკეთი, ფილიპინები, ყაზახეთი, შრი ლანკა,   ჩინეთი.

განაცხადის გაკეთების წესი

განაცხადები  უნდა გაკეთდეს ონლაინ ფორმით. თქვენი განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა შექმნათ უფასო ანგარიში.

განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ერთი წამყვანი აპლიკანტის მიერ. აღნიშნულ ფორმაში გააქტიურებულია კოლაბორაცია, შესაბამისად  შეძლებთ თქვენი პროექტის პარტნიორის მოწვევას ფორმაზე კოლაბორაციისათვის.

განაცხადის მთავარი ნაბიჯები:

  • განაცხადის გაკეთების შესახებ დეტალური მითითებების მისაღებად ჩამოტვირთეთ განაცხადის ქვემოთ წარმოდგენილი ჩვენი რესურსები და ხდკ-ები
  • საინფორმაციო სესიაზე დასწრება (არასავალდებულო)
  • ონლაინ განაცხადის დედლაინამდე შევსება: 2025 წლის 23 ივნისი (15:00 BST)

წვდომასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში განაცხადის გაგზავნის პროცესის დასასრულებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

საინფორმაციო სესიები

პროგრამისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ განაცხადი, შეიტყვეთ მეტი ჩვენი ვებინარებიდან:

  • Სამშაბათი, 6 მაისი, დილის 8:00სთ (BST)
  • Ოთხშაბათი, 7 მაისი, დილის 9:00სთ (BST)
  • ოთხშაბათი,14 მაისი, დილის 10:00სთ (BST)
  • Ხუთშაბათი, 15 მაისი, დილის 9:00სთ (BST) 

Დარეგისტრირდით აქ:

დაგვიკავშირდით

Instagram

Facebook

X

ჩამოტვირთვები:

განაცხადის რესურსები და ხდკ-ები

გარე ბმულები