Crafting Futures იყო ბრიტანეთის საბჭოს სამ-წლიანი გლობალური პროგრამა რომლის მიზანი იყოს რეწვის სექტორის და ამ სექტორში დასაქმებულების მხარდაჭერა.
Crafting Futures საქართველოში განხორციელდა პლიმუთის ხელოვნების უნივერსიტეტის , ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორობით.
პროექტის მიზნები იყო:
- ცნობიერების ამაღლება რეწვის პრაქტიკასა და განათლებასთან მის კავშირზე
- რეწვის სექტორის მხარდაჭერის მიზნით ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის შემოთავაზება
- რეწვის სექტორის სიცოცხლის უნარიანობის და მდგრადობის ამაღლება პრაქტიკული საქმიანობის, ბიზნესის წარმართვის და მარკეტინგის უნარების გაუმჯობესების გზით
- საქართველოს რეწვის სექტორის საერთაშორისო ცნობადობის რეპუტაციის გაუმჯობესება
ამ მიზნების მიღწევას ემსახურებოდა პროექტის ორი მიმართულება:
- რეწვის სექტორის კვლევა: ადგილობრივი ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო პრაქტიკის შესწავლა განსაკუთრებული ფოკუსით თაობათა შორის, ოჯახის და თემის წევრებს შორის ცოდნის გაზიარებაზე.
- განათლება: პლიმუთის ხელოვნების უნივერსიტეტის შემოქმედებითი სწავლა-სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით ახალი სასწავლო ინსტრუმენტების და მეთოდის განვითარება.
- Crafting Futures South Caucasus Report (PDF, 8 MB)
- Crafting Futures Georgia Final Report (PDF, 2 MB)