ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Crafting Futures ხელს უწყობს ტრადიციული რეწვის განვითარებას. იგი ხელს უწყობს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას ცოდნის შეძენით და რესურსებზე წვდომით.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამა Crafting Futures ქმნის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობებს. პროგრამა მხარს უჭერს კვლევებს და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია ტრადიციულ რეწვასა და ხელნაკეთი ნივთების განვითარებაზე. პროგრამის მიზანია შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება და უწყვეტი განვითარება. პროგრამა Crafting Futures ეხმარება დიზაინერებს და ტრადიციული რეწვის ოსტატებს მიიღონ გამოცდილება და აძლევს მათ საშუალებას მიწვდნენ ახალ ბაზრებსა და აუდიტორიას, რაც ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას ტრადიციული რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების შესახებ და მხარს უჭერს ცოდნის გაზიარებას სექტორის მასშტაბით.
უკვე რამდენიმე წელია, პროგრამა ხორციელდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის და ევროპის სამეზობლო ქვეყნებში. პროგრამის მიზნები თანხვედრაშია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებთან, კერძოდ:
- მიზანი 4: ტრადიციული რეწვის სფეროშო განათლება და სამეწარმეო უნარების ტრენინგები შემოქმედებითი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კვლევებისა და სახელმძღვანელო კრებულების საშუალებით მთელი მსოფილიოს მასშტაბით.
- მიზანი 5: ტრადიციულ რეწვაში დასაქმებული ქალების აღიარება და ეკონომიური გაძლიერება.
- მიზანი 8: ახალგაზრდების ჩართულობა ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციურობას ყველასთვის და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ინკლუზიურ ზრდას.
- მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ძველისა და ახლის, ხელნაკეთისა და ციფრულის, სასოფლოს და სამოქალაქოს, კულტურულისა და ეკონომიკურის გაერთიანებით, რაც უზრუნველყოფს მათ თანასწორობას.
- მიზანი 12: მდგრადი და ეთიკური პროდუქტის განვითარება და მისი გამოყენება ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის და პროდუქტის მრავალჯერადი მოხმარების მიზნით.
- მიზანი 17: ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების გზით.