ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრიის 6.5 პროცენტიანი ზრდა 2020 წელს ძირითადად გამოწვეული იყო ციფრული მაუწყებლობის სერვისებით, რაც მთლიანი შემოსავლის 80 პროცენტს შეადგენდა (ინფორმაციის წყარო: Entertainment Retailers Association, UK). ამავე დროს ჩამოტვირთული თუ ფიზიკურად გაყიდული პროდუქციის შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა იმ აკრძალვების გამო, რომლებიც პანდემიას მოყვა. ანალოგიურად ცოცხალი წარმოდგენების სექტორმაც დიდი დარტყმა მიიღო 2020-ში, დაახლოებით 80 პროცენტიანი შემოსავლის ვარდნით, რის გამოც უამრავმა შტატგარეშე თუ სრული დატვირთვით მომუშავე ადამიანმა დაკარგა სამსახური (ინფორმაციის წყარო: Live Industry Association).
რა გავლენა მიახდინა ამ ცვლილებებმა მუსიკალური ინდურსტიის მომავალ ფორმაირებაზე? რა წარმატების ისტორიები დგას მაუწყებლობის (სტიმინგის) ამ მზარდი ციფრების მიღმა? როგორ მოახერხეს მუსიკის სფეროს პროფესიონალებმა, ხელოვანებმა და მუსიკოსებმა შეენარჩინებინათ პროდუქტიულობა და ეზრუნათ საკუთარ მორალურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ამ მძიმე სტრესულ გარემოში? როგორ ინარჩუნებდნენ კავშირს თავიანთ აუდიტორიასთან, მსმენელთან? სწორედ ამ და სხვა საინტერესო კითხვებს გასცემენ პასუხს პროფესიული ინდუსტრიის ონლაინ ფორუმზე „Selector PRO“, რომელიც 2021 წლის 12-14 თებერვალს გაიმართება.
ჩვენ ერთად შევკრებთ ბრიტანული მუსიკალური სცენის წამყვან სახელებს მსოფლიოს 15 ქვეყნის (დასავლეთ ბალკანეთის, ამიერკავკასიის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ისრაელის და ცენტრალური აზიის) პროფესიონალებთან ერთად. ეს ონლაინ ღონისძიება უფასოა და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც კი ამ სფეროში ჩართულ თანამოაზრეებთან დაკავშირება აინტერესებს. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ვორკშოპებში, პანელ დისკურიებში, დაამყაროთ პროფესიული კავშირები.
ჩვენ განვიხილავთ 2020 წლის პერიოდის წარმატების ისტორიებს სხვადასხვა სფეროდან; მაგალითად: რიკ სალმონი (ATC Management-ის დირექტორი ბრიტანული კომპანიის Driift გენერალური დირექტორი ) ისაუბრებს ლორა მარლინკის უახლესი სტრიმების წარმატებასა და ნიკ ქეივის შოუზე „Idiot Prayer Alexandra Palace-ში. იური ბაზაკა (kontrabass promo, უკრაინა) აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარ ონლაინ ფესტივალის ჩატარების გამოცდილებას, მან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრიბა ხელოვანები ონლაინ და 200 000-ზე მეტი მაყურებელი მოიზიდა. აშოტ დანიელიანი (Ilkhom rock fest, უზბეკეთი) ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შექმნა კულტურათაშორისი თანამშრომლობის პრეცედენტი მიუხედავად 2020 წელს მიმდინარე შეზრუდვებისა.
ფორუმის მიმდინარეობისას სხვა ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია გამოვყოთ სალი-ენ გროსის ( მუსიკალური ბიზნესის მართვის სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან, ბრიტანეთი) ღია მოხსენება მუსიკოსების მენტალური/ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე, სწორედ ამ სფეროში აქვს მას ნამუშევარი ინტენსიურად საკუთარი კარიერის მანძილზე. ქრის ქუქი (Complete Music Update-ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ბრიტანეთი) ჩაატარებს ვორკშოპს მუსიკალურ ბიზნესში სათანადო შემოსავლების მოზიდვაზე, მოიყვანს მაგალითებს საკუთარი წიგნიდან „Dissecting the Digital Dollar“. ჩვენ ასევე ვრცლად მიმოვიხილავთ აუდიტორიის მოზიდვას, ჩართულობას, სინქრონიზაციის კუთხით არსებულ შეთანხმებებზე, მუსიკალური ინდუსტრიის ბიზნესის და ეკოლოგიის მდგრადობაზე.
ფორუმი მონაწილეებს დაეხმარება იპოვონ თანამოაზრე ბიზნესპარტნიორები ურთიეთობების დამყარების ციფრულ სესიებზე ყურადღების ფოკუსირებით. ჩვენი პლატფორმის ინსტრუმენტები და ფუნქციები დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და თქვენი შემოქმედებითი კონცეფცია.
ფორუმზე დასწრება უფასოა.
თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ აქვე, რათა მიიღოთ რეგისტრაციის მონაცემები და ინსტრუქცია როგორ ისარგებლოთ ონლაინ შეხვედრების სივრცით.