„შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ არის ჩვენი ახალი პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში არსებული შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში კვლევის უნარების განვითარება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება. აღნიშნული მიზნის მიღწევას პროექტის პარტნიორებთან: შემოქმედებით საქართველოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთობლივად ვახორციელებთ.

ბრიტანეთის საბჭომ სპეციალურად დაიქირავა მაღალი პროფესიონალური რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კრეატიული ორგანიზაცია საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში 2021 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში განსახორციელებელი კვლევისა და მეფინგის აქტივობების განხორციელებისას გასათვალისწინებელი ძირითადი რეკომენდაციების მოსამზადებლად.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს ბრიტანულ საკონსულტაციო ორგანიზაციას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ადგილობრივი ინსტიტუციების კონსორციუმს ითანამშრომლონ და ერთობლივად მოამზადონ  შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში განსახორციელებელი კვლევის და მეფინგის ზოგადი რეკომენდაციები.

რატომ ვახორციელებთ ამ პროექტს?

კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას საქართველოს სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტში „კულტურის სტრატეგია 2025“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს 8 პრიორიტეტს შორის.

იუნესკოს  „კულტურა განვითარებისთვის“ მაჩვენებელთა ჩამოყალიბების პროცესში აღმოჩნდა, რომ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წილი მაღალია  საქართველოს ეკონომიკასა და დასაქმებაში და კულტურის წილი ამ მიმართულებით მთლიანი მოცულობის 2.8%-ს შეადგენს, რომელიც შეიძლება მთლიანი შიდა პროდუქტის ალტერნატიულ მონაცემადაც კი ჩავთვალოთ, ხოლო დასაქმებულთა 5.1% საქართველოში სწორედ კულტურის სფეროზე მოდის. თუმცა, ეს მონაცემები არაა ზუსტი და მეტ დეტალურ შესწავლას მოითხოვს.

რას ვაკეთებთ და რისი მიღწევა გვსურს?

პროექტი მხოლოდ მეფინგით და კვლევითი სამუშაოთი არ შემოიფარგლება. ასევე დაგეგმილია ტრენინგები, მენტორობა და  ონლაინ კონსულტაციები.

ერთობლივი ძალისხმევით  პარტნიორი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს შემოქმედებით ინდუსტრიებს საქართველოში მათ წინაშე არსებული გამოწვევების  დაძლევაში, რადგან კულტურის და შემოქმედებით სექტორებს უმნიშნველოვანესი როლი აკისრიათ და დიდი პოტენციალი გააჩნიათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებაში. სწორედ ეს სექტორები ახდენენ ინოვაციების სტიმულირებას მთელი ეკონომიკის მასშტაბით, ისე როგორც სოციალური ცვლილების განხორციელებას სხვადსხვა არხების გამოყენებით (მაგალითად, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაში, განათლებაში, ინკლუზიაში და ა.შ).

ჩვენი მიმდინარე აქტივობების შესახებ დატალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენივე ვებგვერდის განყოფილებას „ღონისძიებები“.

See also