2019 წლის 16 სექტემბერს ბრიტანეთის მუზეუმის კურატორმა დოქტორმა ვესტა კურტისმა თბილისში წაიკითხა მოხსენებას სახელწოდებით: რას გვიამბობენ უძველესი მონეტები.  დოქტორი  კურტისი ჩამოვიდა დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენასთან დაკავშირებით. 

დოქტორი ვესტა სარკოშ კურტისი არის  ბრიტანეთის მუზეუმის ახლო  აღმოსავლეთ მონეტების კურატორი. იგი სწავლობდა ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიას, ძველ ირანულ ენებს და კლასიკურ არქეოლოგიას გერმანიის გოტინგენის უნივერსიტეტში. მას მიენიჭა ლონდონის კოლეჯის არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორის ხარისხი სადოქტორო ნაშრომისთვის: სპარსული ხელოვნება.   

1995 წელს დაიწყო მუშაობა ბრიტანეთის მუზეუმის  მონეტებისა და მედლების დეპარტამენტში, ხოლო 2005 წელს დაინიშნა ახლო აღმოსავლეთის მონეტების კურატორად. მას წვლილი აქვს შეტანილი ბრიტანეთის მუზეუმში გამართული სხვადასხვა დიდი თუ მცირე მასშტაბის გამოფენების ორგანიზებაში ძველი ირანის თემატიკაზე. აღნიშნული გამოფენების რიცხვს მიეკუთვნება „დავიწყებული იმპერია“ (2005). მონაწილეობა აქვს მიღებული ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ მოწყობილი გამოფენების ორგანიზებაშიც,; მათ შორისაა „სირიუს სილინდერი“ თეირანში (2011-2012), ამერიკაში (2013) და მუმბაიში (2013-2014) .

ვესტა კურტისმა წარმატებით განახორციელა ერთობლივი პროექტი ირანის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით სასანიანთა მონეტების შესახებ, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 224-651 წლებით. პროექტი დასრულდა ორტომეულის გამოცემით. ვესტა კურტისი ვენელ პროფესორ მაიკლ ალრამთან ერთად არის საერთაშორისო პართიანული მონეტის პროექტის დირექტორი და თანა-რედაქტორი. პროექტის სახელწოდებაა:The Sylloge Nummorum Parthicorum (SNP). ამ საერთაშორისო კვლევითი პროექტის მიზანია პართიანული მონეტების ძირითადი სამუზეუმო კოლექციების პუბლიკაცია ლონდონში, ვენაში, თეირანში, ბერლინში პარიზსა და ნიუ-იორკში. ვესტა კურტისი არის SNP-ის პროექტის მეორე ტომის“ მითრიდატე II-ის(122/1 – 90 ჩ.წ. აღრიცხვამდე)“ თანაავტორი, რომელსაც 2019 წლის ბოლომდე გამოსცემს ავსტრიის მეცნიერების აკადემია. 

ვესტა კურტისი ხშირად აქვეყნებს ნაშრომებს ძველ სპარსულ მონეტებზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. ის არის დაინტერესებული რელიგიური და სამეფო მონეტებით. 

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით  წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. მონეტა  უნიკალურია იმით რომ ესაა დავითის მეფობის  დროს მოჭრილი ერთადერთი მონეტა მისი გამოსახულებით. ეს უნიკალური მონეტა არის თემატური გამოფენის ნაწილი, რომელზეც წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი  დიდებული მეფის, მიღწევები. გამოფენა 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა არის ნაწილი პროგრამისა ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტები. პროგრამის მიზანია ახალი აუდიტორიის მოზიდვა, ჰორიზონტის გაფართოება და კულტურისა და იდეათა ნაკადის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.