როგორ დავიწყეთ

2013 წელს, ჩვენი მხარდაჭერით, თბილისს ეწვია ლონდონის საცეკვაო კომპანია Candoco, რომელშიც ცეკვავენ როგორც ტიპიური განვითარების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ  წარმოდგენამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არსებული შეხედულებები თუ რას ნიშნავს იყო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე“.   Candoco-მ კი მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების და შემოქმედებით სექტორში ინკლუზიის პოტენციალის დემონსტრირება. ამგამოცდილებამ  მიგვიყვანა რეგიონში ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბებამდე, რომლის სახელი ნათლად წარმოაჩენს პროგრამის მისიას: შეუზღუდავი შესაძლებლობები, სწორი ნაბიჯების გადადგმა, რადგან მათთვის, ვინც ოცნებობს, ვისაც სურს ცხოვრება და ცეკვა, არ უნდა არსებობდეს არავითარი შეზღუდვა.

საქართველოში პროგრამა,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“   სრული დატვირთვით 2017 წლის სექტემბრიდან ამუშავდა, როცა რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში ბარბარა ლისიკიმ ჩაატარა სივრცეთა მიწვდომობის აუდიტი. ბარბარა ლისიკი გახლავთ ShapeArts-ის ტრენერი. ShapeArts-ი არის ბრიტანეთში არსებული შშმ პირების მიერ მართული სახელოვნებო ორგანიზაცია. ამის შემდეგ, ლისიკიმ  ჩაატარა ვორკშოპი თეატრის პროფესიონალებისთვის, რომელზეც ისაუბრა თეატრების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

სექტემბრის დასასრულს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, მამაკაცთა სმენადაქვეითებულმა საცეკვაო კომპანიამ Deaf Men Dancingღია ცის ქვეშ გამართა საკუთარი ახალი ნამუშევრის წარმოდგენა სახელწოდებით TEN. კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ნოემბერში  კომპანია Candoco-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს პირველი საცეკვაო ლაბორატორია ქართველი მოცეკვავეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინკლუზიური ცეკვით. 

ინტერვიუ ქლერ ქანინგამთან: