მიმდინარე წელს, პროგრამა,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ უწევს უფრო საინტერესო აქტივობებს და ღონისძიებებს.
2018 წლის აპრილში კომპანია Candoco-ს წარმომადგენლებმა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩაატარეს საცეკვაო ლაბორატორიის მეორე ტრენინგი. ქართული დელეგაცია 2018 წლის სექტემბერში დაესწრო ლონდონში გამართულ Unlimited სიმპოზიუმსა და ფესტივალს. ამას გარდა, სექტემბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, თბილისის ინკლუზიურმა საცეკვაო კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი, რომელიც შთაგონებულია ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარებითა და ცოდნით. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახლავთ ჩვენი ერთგული პარტნიორი ხელოვნებაში ინკლუზიურობის ხელშეწყობის კუთხით.
2018 წლის ნოემბერში საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საკონსულტაციო ვიზიტით მოვიწვიეთ ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი, რომელმაც საქართველოს შშმ ხელოვანთა სექტორისთვის და ამ სექტორში დასაქმებული პირებისთვის ჩაატარა ინკლუზიური ხელოვნების პროექტის დიზაინის ტრენინგი.
სიახლეების გასაცნობად მოიწონეთ ჩვენი სოციალური მედიის არხები და გაეცანით როგორ შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე და გაგვიზიაროთ მოსაზრებები როგორ გავხადოთ ჩვენი სახელოვნებო სექტორი უფრო ღია და ინკლუზიური.