მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ჩაატარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების ფორუმი, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ ხელოვანების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პოტენციალის შესახებ, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთათვის სივრცეთა, კერძოდ სახელოვნებო სივრცეთა, მისაწვდომობა და ხელოვნებაში მათი ჩართულობა, რათა ხელოვნება, კულტურული პროდუქტი და სხვადასხვა დაწესებულება ხელმისაწვდომი გახდეს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აუდიტორიისთვის. ეს ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა ჩართვას სახელოვნებო საქმიანობაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობების ჩამოყალიბებას. ფორუმში მონაწილეობდნენ მომხსენებლები ბრიტანეთიდან და რეგიონიდან, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას.
დრო: | 2019 წლის 24 სექტემბერი |
ადგილმდებარეობა: | საქართველოს პარლამენტი |