სრულიად ახალი, შთამბეჭდავი ნამუშევარი ცნობილი ბრიტანული კომპანიისგან - Studio Wayne McGregor, რომელიც ქართველ ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან ერთად შეიქმნა და პრემიერა ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ბრიტანეთის საბჭომ საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საცეკვაო კომპანია Studio Wayne McGregor-სა და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს შორის, რომლის საფუძველზეც, თბილისში 2019 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა 45 წუთიანი წარმოდგენა - O2, სკანერის მუსიკით.  პროექტის მხატვრულ მხარეზე მუშაობდნენ Studio Wayne McGregor კომპანიის მოცეკვავეები და ქორეოგრაფები ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით. წარმოდგენის ნახვა ღია ცისქვეშ, ორბელიანის მოედანზე მაყურებელს შეეძლო 15.00, 16.00 და 17.00 საათზე . 

 

გარე ბმულები