დიდი ბრიტანეთის და საქართველოს ბიზნეს კონფერენცია მოეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად. ღონისძიების ძირითადი თემა იქნება ვაჭრობისა და ინვესტიციების შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და ფინანსების სფეროებში. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს ბიზნეს კონფერენცია ხელს შეუწყობს დიალოგს და ერთად შეკრებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საჯარო და კერძო სექტორიდან. კონფერენცია ხელს შეუწყობს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდას და შექმნის ახალა საინვესტიციო შესაძლებლობებს.