დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში ეძღვნებოდა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აღინიშნა 2019 წლის შემოდგომაზე. 

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში მოიცავდა 60-ზე მეტ ღონისძიებას, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში სეზონის ფარგლებში აქტივობები ჩატარდა როგორც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ისე სხვაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

დიდი ბრიტანეთოს სეზონი წარმოაჩენდა თანამედროვე, მრავალფეროვან და გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანულ  კულტურას, სპორტს, განათლებასა და ბიზნესს. სეზონმა ასევე ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას.

ჩვენი მთავარი აქცენტი გაკეთდა ბრიტანეთისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე და სეზონის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ბრიტანელ და ქართველ პარტნიორებთან, რათა ჩვენი სეზონის საშუალებით ღირსეულად აღგვენიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს პარტიორობის სიმტკიცე, ძლიერი მხარეები.

სეზონის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ახალგაზრდობა. ჩვენი ახალგაზრდული ბორდი აქტიურად მონაწილეობდა პროგრამის შემუშავებაში, რათა სეზონს რეალურად აესახა ახალგაზრდების ინტერესები საქართველოში.

სეზონის საშუალებით ჩვენ განვაახლეთ და კიდევ უფრო გავაღრმავეთ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა მომავალი  თაობისთვის. 

რატომ განხორციელდა ბრიტანული სეზონი 2019 წელს?

2019 წელს აღინიშნა ბრიტანეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საუკუნოვანი იუბილე. ჩვენ გვსურდა დავყრდნობოდით მჭიდრო, ხანგრძლივ მეგობრობას და კიდევ უფრო მჭიდროდ დაგვეკავშირებინა დიდი ბრიტანეთი და საქართველო.

ვინ ახორციელებდა ბრიტანულ სეზონს?

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონს ერთობლივად ახორციელებდნენ ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. პროგრამა მოიცავდა აქტივობებს, რომლებიც ნათლად ასახავდა ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან კულტურის, ბიზნესის, სპორტის, უსაფრთხოებისა თუ რეფორმების სფეროში.

ვინ დააფინანსა ბრიტანული სეზონი?

სეზონი დააფინანსა ბრიტანეთის საბჭომ და ბრიტანეთის საელჩომ სპონსორთა ჯგუფთან ერთან, მათ შორის არიან: აჭარა ჯგუფი, საქართველოს ბანკი, ბიპი, ჯორჯია კაპიტალი და ვისოლი.

See also