დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარს უჭერს ყოველწლიურ, მაღალი რანგის „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“ რომელიც ტარდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაკეინის სახელობის საერთაშორისო ლიდერების ინსტიტუტის ინიციატივით.
„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ თავს უყრის ლიდერებს, მაღალი რანგის ექპერტებს, პოლიტიკის-შემქმნელებს და ბიზნეს წრეებს საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. წლების მანძილზე, კონფერენციის მაღალმა რეპუტაცია განაპირობა ის, რომ მას წლის „არ გამოსატოვებელ“ ღონისძიება მოიხსენიებენ, სადაც მონაწილეობა დიდ პრივილეგიათ ითვლება.
კონფერენციაზე განიხილება პოლიტიკის, უსაფრთხოების და რეგიონალური საკითხები. ასევე, უფრო ფართო ჭრილში განიხილება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები, მშვიდობის შენარჩუნება და ძველი, ახალი თუ მომავალი დემორატიების როლი ამ პროცესებში.
თბილისის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 2019 წლის 9-10 სექტემბერს ჩატარდა