თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თანამშრომლობს Encounters კინოფესტივალთან და უოთერშედ ბრისტოლთან და ორგანიზებას უწევს 90 წამიან ფილმების კონკურსს DepicT! რომელიც ტარდება „ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტი“-ს ფარგლებში. #UKGeorgia2019
რას წარმოადგენს ეს კონკურსი?
კონკურსი სახელწოდებით DepicT! უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
DepicT! კონკურსი შორტლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, რომლებიც მეტწილად შესაძლოა იყვნენ თავიანთი კარიერის ადრეულ ეტაპზე, შესაძლებლობას აძლევს მიწვეულ იქნან როგორც თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე, ისე Encounters საერთაშორისო ფესტივალზე და მათ ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი ნამუშევრები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.
DepicT!-ის მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიცაა ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეებს, რომელთაც უკვე მიიღეს გამოწვევა DepicT! გადაიღეს 90 წამიანი ფილმი გამარჯვების შემთხევაში ელოდებათ:
- სრულად დაფინანსებული დასწრება ბრისტოლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბრიტანეთის საბჭოსგან);
- ფულადი ჯილდო £500-ის ოდენობით (ბრიტანეთის საბჭოსგან);
- ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის - IELTS დაფინანსება (ბრიტანეთის საბჭოსგან);
- ფილმის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე;
- ფილმის ჩვენება ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უფასოდ. მხოლოდ ერთი წესი მოქმედებდა: ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი ან ნაკლები.
ვის შეეძლო მიეღო მონაწილეობა?
- კონკურსის მონაწილე უნდა ყოფილიყო სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
- კონკურსში მონაწილეობა შეეძლო როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ისე მოყვარულებს.
- განაცხადის შემომტანი უნდა ყოფილიყო საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონოდა მოპოვებული ნებართვა ფილმში გამოყენებული მუსიკის და/ან ფოტოების გამოყენებაზე.
- ფილმის შორტლისტში მოხვედრილ მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ნამუშევრების მაღალ რეზოლუციაში გაგზავნა.
ფილმების რეგისტრაცია დასრულდა 2019 წლის 15 ოქტომბერს.
შენიშვნა: 5-8 მაისს თბილისში იმყოფებოდა ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი რიჩ უორენი, რომელმაც ჩაატარა ვორკშოპი DepicT!-ის შესახებ. დაინტერესებული პირები გაეცნენ კონკურსის DepicT! მოკლე ისტორიას, კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, ფილმების წარდგენის პროცედურებსა და დაწესებულ პრიზებს.
წინასაკონკურსო ვორკშოპი გაიმართა სამშაბათს, 7 მაისს, 16:00 საათზე კაფე-ბარ „პოლიტიკაში“ (აღმაშენებლის გამზ. 164). რიჩ უორენმა მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.