დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, მხარს უჭერს Startup Grind Georgia-ს. თანამშრომლობის მიზანია, სფეროს ბრიტანელი ტალანტების საქართველოს ეკოსისტემაში მოზიდვა და ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ასევე კონსულტაციების სერიების, „ბიზნეს-ანგელოზების“ ინვესტიციების და დიასპორის მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით,  ქართულ და ბრიტანულ კომპანიებსა და ხალხს შორის კავშირების ხელშეწყობა.

Startup Grind მუშაობს ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შესაქმნელად და მის წინ წამოსაწევად, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო დამფუძნებლებმა და პოტენციურმა დამფუძნებლებმა გააცნობიერონ საქართველოს, როგორც სტარტაპის ჰაბის მნიშვნელობა.

ამ სფეროში ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავება, ხელს შეუწყობს ბრიტანული ცოდნის და ექსპერტიზის  პოპულარიზაციას კიბერ უსაფრთხოების, ფინანსური ტექნოლოგიების და „ბიზნეს-ანგელოზების“ ინვესტიციების სფეროში. სტარტაპ საზოგადოების 1000-ზე მეტი წევრი მიიღებს სარგებელს, განსაკუთრებით კი პოტენციური დამფუძნებლები, რომლებსაც ესაჭიროებათ მენტორობა, კაპიტალი და უფრო ფართო პერსპექტივები.