გლობალურ რადიო შოუს გამარჯვებულები დასახელდა.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ რადიო სელექტორის კონკურსი, რომელმაც მუსიკოსებს საქართველოდან გლობალური რადიო შოუს ეთერში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

რადიო სელექტორი #SelectorRadio მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აცნობს რადიო მსმენელებს საუკეთესო ბრიტანულ მუსიკას და ნიჭიერ ახალგაზრდებს, აკავშირებს რა მუსიკის მოყვარულებს ყოველკვირეულად ესპანეთიდან ჩინეთამდე. ამ ყოველკვირეულ ორსაათიან რადიო პროგრამას უძღვება ჯემზ სუპერნოვა, რომელიც გთავაზობს ახალ და საინტერესო მუსიკას მიუხედავად ბენდისა, მუსიკოსისა თუ ჟანრისა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მსმენელების მოსაზიდად და ახალი ტალანტების მოსაძიებლად შოუს მასპინძელი ჯემზ სუპერნოვა დროდადრო თავის პროგრამაში რთავს მუსიკალურ ტრეკებს სხვადასხვა ქვეყნიდან.  ამ ზაფხულში ჩვენ მოვაწყვეთ კონკურსი მუსიკოსებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაემარჯვათ და მათი მუსიკა საერთაშორისო აუდიტორიასაც გაიეცნო.

კონკურსში მონაწილეობდნენ მუსიკოსები თურქეთიდან, ისრაელიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალკანეთიდან და ცენტრალური აზიიდან. მათ მიეცათ შესაძლებლობა აეტვირთათ საკუთარი ტრეკები და თავიანთი სიმღერები გაეცნოთ საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

თავდაპირველად წარდგენილ ნამუშევრებს გაეცნო საერთაშორისო ჟიური. შეირჩა 10 საუკეთესო ტრეკი ონლაინ კენჭისყრისთვის. სწორედ აქ თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა შეგერჩიათ საუკეთესო ნამუშევარი ონლაინ. საბოლოოდ დასახელდა ორი გამარჯვებული - ერთი ონლაინ კენჭისყრით,  მეორე კი ჯემზის შერჩეული. სწორედ ეს ორი მუსიკა მოხვდა რადიო სელექტორის ეთერში და მათ მთელი მსოფლიოდან ოთხ მილიონზე მეტი მსმენელი ყავდათ.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ერეკლე გეწაძეს, რომელიც ონლაინ კენჭისყრის გამარჯვებული გახდა.

რადიო სელექტორის კონკურსის მიმდინარეობის ძირითადი  თარიღები

16–30 ივლისი   განაცხადების მიღება
31 ივლისი –17 აგვისტო ჩვენმა საერთაშორისო ჟიურიმ და ჯემზ სუპერნოვამ შეარჩია 10 ნამუშევარი
18–28 აგვისტო ონლაინ კენჭისყრა
31 აგვისტო ორი გამარჯვებულის გამოცხადდა, რომელთაგანაც ერთი ჯემზ სუპერნოვამ აირჩია, მეორე კი მსმენელებმა ონლაინ კენჭისყრით!
4 სექტემბერი       ორი გამარჯვებული რადიო სელექტორის ეთერში.