Learning materials YL, image

ჟურნალები: სწავლის გასაღებია

საინტერესო და შთამბეჭდავი ჟურნალების დახმარებით, თქვენი შვილი შეინარჩუნებს ინგლისური ენისადმი ინტერესს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. 

ასაკის შესაფერისი საინტერესო თემებით შედგენილი ჩვენი ჟურნალები ინგლისური ენის ექსპერტების გუნდის მიერ არის შექმნილი და ასაკობრივი კურსის შინაარსსა და მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა და მომავლისთვის აუცილებელი უნარების განვითარება

  • შემოქმედებითობა და წარმოსახვა
  • ლიდერობა და პიროვნული განვითარება
  • მსოფლიო მოქალაქეობა
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
  • ციფრული წიგნიერება
  • თანამშრომლობა და კომუნიკაცია

ახალი უნარების განვითარებასთან ერთად, ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა, კითხვების დასმა, ვინაიდან, ამ გზით, ისინი მეტს სწავლობენ საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ.

  • თითოეული ჟურნალი შექმნილია ბავშვთა პიროვნული, სოციალური და ემოციური განვითარების ხელშესაწყობად.
  • პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს 21-ე საუკუნის მთავარი უნარების განვითარებას: შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებასა და ურთიერთთანამშრომლობას.
  • კურსის შინაარსი თითოეული მოსწავლის წიგნიერებაზეა მორგებული და სახალისო, არაფორმალურ სტილშია წარმოდგენილი. 
  • თანამედროვე შინაარსითა და განახლებული იერსახით, იგი აბსოლუტურად განსხვავდება ტრადიციული სახელმძღვანელოებისაგან.

თემები დაფუძნებულია ავთენტურ ახალ ამბებზე

ჟურნალის სტატიები ასახავს მსოფლიოს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს და გვაცნობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საინტერესო ტრადიციებს. გარდა საინტერესო თემებისა, მოსწავლეებს ვთავაზობთ სახალისო თამაშებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარება მათ ჩაერთონ ჯგუფურ დისკუსიებში. აზრების გაზიარება კი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.

აქტივობებში ასევე შედის:

  • საუბარი და გამოთქმა
  • მოსმენა, კითხვა და წერა
  • გრამატიკა და ლექსიკა.

განავითარეთ თქვენი შვილის თავდაჯერებულობა ინგლისურ ენაში

გაკვეთილზე მოსწავლეები ხსნიან რეალურ ცხოვრებაში არსებულ ამოცანებს, მუშაობენ ჯგუფებში და თითოეული გამოწვევისთვის იღებენ კვლევაზე დაფუძნებულ პასუხებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს საუბრისას თავდაჯერებულობის გაზრდაში.

ყოველი აქტივობა მორგებულია მოსწავლის უნარებზე და შესაძლებლობებზე.  როდესაც მოსწავლეები რეალურ პროგრესს შენიშნავენ, ამასთან ერთად იზრდება მათი მოტივაციაც.