ინგლისურ ენას ვეუფლებით სხვა ქვეყნების წარმომადგენელ მოსწავლეებთან ერთად.
ჩვენი კურსები - Primary Plus - ინგლისური ენა 6–10 წლის ბავშვებისთვის და Secondary Plus - ინგლისური 11-17 წლის მოზარდებისთვის აერთიანებს 30000-ზე მეტ მოსწავლეს 40-ზე მეტი ქვეყნიდან უსაფრთხო სასწავლო გარემოში. ჩვენ ვაკავშირებთ კლასებს ონლაინ სხვადასხვა ქვეყნის კლასებთან სადაც მოსწავლეები იძენენ საერთაშორისო კომუნიკაციის გამოცდილებას.
ბრიტანეთის საბჭოს ეს უნიკალური გამოცდილება დაეხმარება თქვენს შვილს პრაქტიკაში გამოიყენოს საუბრის უნარ-ჩვევები. გაკვეთილს უძღვებიან გამოცდილი მასწავლებლები, მოსწავლეები საუბრობენ და ურთიერთობენ მსგავსი ასაკისა და უნარების მოსწავლეებთან, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ მოტივაციას ისწავლონ ინგლისური.
კულტურული ცნობიერების ამაღლება განათლებაში
მონაწილე მოსწავლეებს კიდევ უფრო უვითარდებათ თავდაჯერებულობა, კომუნიკაციის უნარები და კულტურული წიგნიერება განათლებაში.
ისინი ხედავენ თუ როგორ შეუძლია ინგლისურ ენას მსოფლიოში მცხოვრები ხალხების ერთმანეთთან დაკავშირება და უჩნდებათ სურვილი დაამყარონ რეალური საერთაშორისო კავშირები და განივითარონ გლობალური სამყაროს შესაბამისი სასიცოცხლო უნარები.
გამოცდილი მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ არსებული ეს უნიკალური სასწავლო პრაქტიკა გთავაზობთ:
- მეტ თავდაჯერებულობას ინგლისურად საუბრისას
- ინგლისური ენის შესწავლისა და ცხოვრებაში მისი გამოყენების რეალურ მოტივაციას
- დაუვიწყარ გამოცდილებას ყველა მონაწილე სტუდენტისთვის.