ინგლისური ენის შეფასება 6-დან 17 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის

ჩვენთვის ცნობილია თქვენი სურვილი , რომ თვალი ადევნოთ ინგლისურ ენაში თქვენი შვილის პროგრესს. ჩვენი ენის შეფასების უწყვეტი სისტემა მკაფიო სურათს იძლევა მოსწავლეების ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ეხმარება მათ სწავლის სამომავლო მიზნების დასახვაში.

მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს გამოავლინონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და თუ რისი გაუმჯობესება ესაჭიროებათ მათ სამომავლოდ. ეს ეფუძნება მათ ენობრივ შეფასებებს, უნარებსა და კლასში მუშაობას.

როგორ გავხდეთ ინფორმირებული და როგორ ჩავერთოთ

თქვენი შვილის განვითარების შესახებ თქვენი ინფორმირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ უნდა ჩაერთოთ.

  • სასწავლო ჰაბზე სადისკუსიო ფორუმზე მოძებნეთ საგაკვეთილო მიზნები.
  • ნახეთ როგორ სწავლობს თქვენი შვილი სასწავლო ჰაბზე წინსვლის საინფორმაციო დაფაზე.
  • ყოველი მოდულის ბოლოს გაეცანით თქვენი შვილის თვითშეფასებას.
  • მიიღეთ წერილობითი ანგარიში და გახდით თქვენი შვილის წარმატების მონაწილე.
  • დაესწარით მშობელთა შეხვედრას ყოველი სემესტრის ბოლოს.

გახდით თავდაჯერებულად ინგლისურად მოსაუბრე

ინგლისური ენის ჩვენი შეფასება ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაცნობიერდნენ უცხო ენაში, გახდნენ ინგლისურ ენაზე თავდაჯერებულად მოსაუბრეები და უკეთესი მოსწავლეები. 

იხილეთ შეფასების მუშაობის პრინციპი:

მაფორმირებელი შეფასება შემაჯამებელი შეფასება (მასწავლებლის შეფასებები ეფუძნება საერთაშორისო შეფასების CEFR- კრიტერიუმებს)
მასწავლებლები უწყვეტად რთავენ მოსწავლეებს საგაკვეთილო მიზნებში, როგორიც არის თვითშეფასება, ურთიერთშეფასება და რეფლექსია.ეს ყველაფერი მაფორმირებელი შეფასების ნაწილია. (მიზნების გაზიარება>რეფლექსია>დაგეგმვა) მასწავლებლები პროგრესის შეფასებისთვის იყენებენ თითოეული ჟურნალის პროექტების განყოფილებას.

როგორია მოსწავლის პროგრესის ამსახველი რეპორტის მუშაობის პრინციპი

მასწავლებლის რეპორტი მოიცავს თქვენი შვილის მუშაობისა და განვითარების შემაჯამებელ ინფორმაციას. ჩვენი შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:

საუბრის უნარები ჩვენ მოსწავლეების საუბრის უნარს ვაფასებთ მათი გამოთქმის, ლექსიკის, თავდაჯერებულობისა და ძალისხმევის გათვალისწინებით.
წერითი უნარები მოსწავლეების წერითი უნარების შეფასება გულისხმობს მათი მართლწერისა და სიტყვიერი მარაგის შემოწმებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმასაც, თუ როგორ ალაგებენ ისინი საკუთარ აზრებს და რამდენად კარგად შეუძლიათ ინფორმაციის გადმოცემა.
დამოუკიდებელად სწავლა და საშინაო დავალება მოსწავლეების პროგრესისთვის მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლად სახლში მუშაობა. ჩვენ ამას წარმატებით შესრულებული საშინაო დავალებებით და სასწავლო ჰაბზე აღრიცხული აქტივობების მეშვეობით ვამოწმებთ.
გრამატიკა ჩვენი სასწავლო ჟურნალები მოიცავს დავალებებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული უნარების განვითარებასა და ენის დახვეწაში. კურსის მანძილზე, გრამატიკის ცოდნას სავარიჯიშოების საშუალებით მოწმდება.
ლექსიკა მასწავლებლები მოსწავლეებს ყოველ გაკვეთილზე აცნობენ ახალ სიტყვებს. ჩვენი ძალისხმევით,მოსწავლეები გაკვეთილზე კომუნიკაციის დროს , მათ მიერ ახლად ათვისებულ ლექსიკურ მარაგს იყენებენ. თითოეულ გაკვეთილზე, მოსწავლეები სიტყვიერი მარაგის გამოყენების მიხედვით ფასდებიან.
საბოლოო შეფასება აღნიშნული საბოლოო შეფასება ემყარება თქვენი შვილის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და საშინაო დავალების შესრულების შედეგებს.

შეიტყვეთ მეტი