ინგლისური ენის უნარები წარმატებისთვის
ჩვენი კურსი Secondary Plus დაეხმარება მოზარდებს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომელიც მათთვის ინგლისურად, როგორც მეორე ენაზე, თავდაჯერებული კომუნიკაციისათვისაა აუცილებელი. ისინი შეძლებენ რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები და აიხდინონ ოცნებები.
კურსს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინგლისური ენის მასწავლებლები, რომლებიც გთავაზობენ დაუვიწყარ სასწავლო გამოცდილებას, კურსი Secondary Plus თქვენს შვილს საშუალებას მისცემს სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
რეგისტრაცია შესაძლებელია აკადემიური წლის ნებისმიერ დროს. თუ თქვენი შვილის მეგობარს მოიყვანთ ჩვენს კურსზე სასწავლებლად, ჩვენ ორივე ბავშვის საფასურზე გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას.
აქვე გთავაზობთ კურსის საფასურს შემდეგი რეგისტრაციისას
3 მარტიდან 30 ივნისამდე კურსის სრული საფასური |
1050 ლარი |
4 აპრილიდან 30 ივნისამდე კურსის სრული საფასური |
750 ლარი |
ოჯახის წევრზე (Sibling discount) - 5%-იანი ფასდაკლება (აკადემიური წლის სრულ თანხაზე) ოჯახის მე-2, მე-3 და მეტ წევრზე.
ინგლისური ენის უნარებისა და თავდაჯერებულობის გამომუშავება
ჩვენს ინკლუზიურ სასწავლო გარემოში მოზარდები შეძლებენ საკუთარი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. ჩვენი ინგლისური ენის კურსები მათ შემდეგი მიმართულებებით დაეხმარება:
- შეისწავლონ ინგლისური, როგორც მეორე ენა და გახდნენ თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები და კულტურულად გაცნობიერონ რას ნიშნავს გლობალური მოქალაქეობა
- გამოხატონ საკუთარი აზრი თავისუფლად, რაც მათ ინგლისურად თავდაჯერებულად საუბარში დაეხმარება
- იმუშაონ პრაქტიკულ და გამოწვევებით სავსე დავალებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას
- ითანამშრომლონ მსგავსი დონისა და ასაკის თანაკლასელებთან გუნდური დავალებების დროს.
რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
რა ფორმით მოხდება კურსის წარმართვა?
სასწავლო პროცესს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით გამოცდილი მასწავლებლები ხელმძღვანელობენ და ამზადებენ მოზარდებს ინგლისური ენის რეალურ სამყაროში, უმაღლეს სასწავლებელსა და სამუშაო ადგილზე გამოყენებისთვის.
მოზარდებისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის კურსებზე ჩვენთან მოსწავლეები:
- მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო, ინტერაქტიულ აქტივობებში
- ჩაერთვებიან სახალისო მეტყველების გასაუმჯობესებელ გაკვეთილებში
- განივითარებენ ენის უნარ-ჩვევებს კვალიფიციური მასწავლებლის დახმარებით.
როგორია სწავლის პრინციპები?
კურსის განმავლობაში თქვენი შვილი შეძლებს:
- განივითაროს უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მას სასკოლო გამოცდებისა და საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებაში
- განივითაროს გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები
- დაამყაროს კავშირი სხვა კულტურის წარმომადგენელ მოსწავლეებთან.
როგორ ხდება პროგრესის შეფასება?
ბრიტანეთის საბჭოში ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უკუკავშირი, რადგან გვსურს, რომ ჩვენს მოსწავლეებს შევუქმნათ სწავლის უკეთესი გამოცდილება. ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით უკუკავშირს თქვენი შვილის პროგრესის შესახებ, ასევე გაცნობებთ დასწრების დეტალურ ანგარიშს.
- ფორმალური და არაფორმალური შეფასებები კურსის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.
- თქვენზე მორგებული ონლაინ დაფები თქვენს შვილთან ერთად მის წინსვლაზე თვალ-ყურის დევნებაში გაგიწევთ დახმარებას.
ჩვენ თქვენი შვილის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ნაჩვენებ პროგრესს წარმოგიდგენთ ანგარიშში, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- თქვენი შვილის მიერ ნასწავლ ჟურნალებს და პროექტებს
- CEFR-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით პროექტის ნაწილის შეფასებას
- გრაფას, რომელიც შეფასებული პერიოდის განმავლობაში მათ პროგრესს აჩვენებს.
სასწავლო ჰაბი და თქვენი შვილის განვითარება
ჩვენი სასწავლო ჰაბი წარმოადგენს უსაფრთხო ონლაინ პლატფორმას, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილს დამოუკიდებლად იმეცადინოს გაკვეთილამდე და მის შემდეგ. საგაკვეთილო დროის უმეტესობა ეთმობა სასაუბრო და პროდუქტული უნარების გაუმჯობესებას. ბავშვები ასევე მიიღებენ დამატებით დავალებებს მასწავლებლისგან, ხოლო მშობლები შეძლებენ მათი შვილის პროგრესზე ინფორმაციის მიღებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენს მშობელთა ცენტრში.