Primary Plus ინგლისური ენა 6 –10 წლის ბავშვებისთვის: ინგლისური ენის შესწავლისა და თავდაჯერებულობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა

Primary Plus - არის ინგლისური ენის კურსი 6-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის. იგი შექმნილია თქვენი ბავშვის ფანტაზიის განსავითარებლად. ჩვენ საინტერესო გაკვეთილებს კვალიფიციური მასწავლებლები უძღვებიან.

მასალებითა და სახალისო სასწავლო გარემოთი, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პატარა მოსწავლეებს გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, ბედნიერები და ინგლისურად თავისუფლად მოსაუბრეები. 

აღნიშნული წამახალისებელი სასწავლო პრაქტიკა აერთიანებს:

  • გამოცდილი მასწავლებლების ინდივიდუალურ ყურადღებას სახალისო, ჯგუფური მეცადინეობების დროს 
  • ინტერაქტიულ, გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდგომ აქტივობებს ონლაინ სასწავლო ჰაბზე
  • უსაფრთხო, მეგობრულ საკლასო გარემოს.

რეგისტრაცია შესაძლებელია აკადემიური წლის ნებისმიერ დროს.

ინფორმაცია კურსის შესახებ

ასაკი: 6-10 წლის

კურსის ხანგრძლივობა

32 კვირა,/96 საათი

გადასახადი იყოფა ოთხ ნაწილად

თითოეული შენატანი:

კურსის საფასურის შემოტანის განრიგი

1 ოქტომბერი 2024

აკადემიური წელი:

2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ივნისამდე

595 ლარი

1 დეკემბერი 2024

1 თებერვალი 2025

1 აპრილი 2025

სწავლების სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 2380 ლარია.

კურსის დაჯავშნის საფასური: 200 ლარი, აღნიშნული თანხა არ ბრუნდება, მაგრამ გამოიქვითება სწავლის საფასურიდან.

ადრეული დარეგისტრირების ფასდაკლება (Early bird discount) - 5% - 119 ლარიანი ფასდაკლება, როდესაც მომხმარებელი იხდის სწავლის საფასურის პირველ შენატანს სრულად რეგისტრაციის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.  ფასდაკლებული თანხა (119 ლარი) გამოაკლდება  ბოლო გადახდას.

ოჯახის წევრზე (Sibling discount) - 5% - 119 ლარიანი ფასდაკლება (აკადემიური წლის სრულ თანხაზე) ოჯახის მე-2, მე-3 და მეტ წევრზე.

გთხოვთგაითვალისწინოთრომ ერთ მოსწავლეზე შესაძლებელია გავრცელდეს მითითებული ფასდაკლებებიდან რამდენიმე.

შემეცნებითი გაკვეთილები და გამოცდილი მასწავლებლები გეხმარებიან ინგლისური ენის სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში

ჩვენს გაკვეთილებზე თქვენი შვილი ბედნიერად იგრძნობს თავს. ჩვენი მოსწავლეები:

  • დიდ დროს უთმობენ ინგლისურ ენაზე საუბარს
  • მუშაობენ მცირე ჯგუფებში და იღებენ ინდივიდუალურ ყურადღებას 
  • სწავლობენ ხალისით თანატოლებთან ჯგუფებსა და წყვილებში
  • შესაძლებლობა აქვთ დაამყარონ მტკიცე მეგობრული კავშირები თანაკლასელებთან და აგრეთვე შეძლონ ინგლისური ენის პრაქტიკა სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან.

ცხოვრებისეული უნარების განვითარება

(Primary Plus) ინგლისური ენა 6 –10 წლის ბავშვებისთვის ეხმარება თქვენს შვილს მშვიდ გარემოში განივითაროს ლიდერობის, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

  • მოსწავლეები სწავლობენ გუნდურ მუშაობას
  • ამყარებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობენ თანატოლებთან 
  • ერთვებიან მათთვის ნაცნობ და საინტერესო თემებში
  • იღებენ სასაუბრო პრაქტიკას წყვილებსა და ჯგუფებში
  • მუშაობენ პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე
  • ემზადებიან გლობალურ სამყაროში სწავლასა და მუშაობისთვის

სასწავლო ჰაბი და თქვენი შვილის განვითარება

ჩვენი სასწავლო ჰაბი წარმოადგენს უსაფრთხო ონლაინ პლატფორმას, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილს დამოუკიდებლად იმეცადინოს გაკვეთილამდე და მის შემდეგ. საგაკვეთილო დროის უმეტესობა ეთმობა სასაუბრო და პროდუქტული უნარების გაუმჯობესებას. ბავშვები ასევე მიიღებენ დამატებით დავალებებს მასწავლებლისგან, ხოლო მშობლები შეძლებენ მათი შვილის პროგრესზე ინფორმაციის მიღებას. შეიტყვეთ მეტი ჩვენს მშობელთა ცენტრში. 

See also

მშობელთა ცენტრი