ისწავლეთ ინგლისური და შეიქმენით ნათელი მომავალი
Secondary Plus Online არის ინგლისური ენის ექსპერტთა გუნდის მიერ შემუშავებული კურსი, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებასა და თქვენიშესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსი იყოს არა მარტო სასიამოვნო სასწავლოგამოცდილება, არამედ მოსწავლემ მიიღოს მაქსიმალური შედეგი.
კურსი მოიცავს:
ონლაინ გაკვეთილებს პროფესიონალ მასწავლებელთან
ინტერაქტიულ დამოუკიდებელ სწავლებას, რომელიც ითვალისწინებს მასალის განმეორებასა და მომდევნო გაკვეთილისთვის მომზადებას
ეს ყველაფერი უსაფრთხო, მარტივად გამოყენებად პლატფორმაზე - Learning hub.
რეგისტრაცია შესაძლებელია აკადემიური წლის ნებისმიერ დროს.
ინფორმაცია კურსის შესახებ
ასაკი: 11-17 წლის
კურსის ხანგრძლივობა 32 კვირა/96 საათი აკადემიური წელი: 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე |
გადასახადი იყოფა ოთხ ნაწილად პირველადი შენატანი
595 ლარი |
კურსის საფასურის შემოტანის განრიგი 1 ოქტომბერი 2024 1 დეკემბერი 2024 1 თებერვალი 2025 1 აპრილი 2025 |
სწავლების სრული საფასური აკადემიური წლის განმავლობაში 2380 ლარია.
კურსის დაჯავშნის საფასური: 200 ლარი, აღნიშნული თანხა არ ბრუნდება, მაგრამ გამოიქვითება სწავლის საფასურიდან.
ადრეული დარეგისტრირების ფასდაკლება (Early bird discount) - 5% - 119 ლარიანი ფასდაკლება, როდესაც მომხმარებელი იხდის სწავლის საფასურის პირველ შენატანს სრულად რეგისტრაციის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. ფასდაკლებული თანხა (119 ლარი) გამოაკლდება ბოლო გადახდას.
ოჯახის წევრზე (Sibling discount) - 5% - 119 ლარიანი ფასდაკლება (აკადემიური წლის სრულ თანხაზე) ოჯახის მე-2, მე-3 და მეტ წევრზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთ მოსწავლეზე შესაძლებელია გავრცელდეს მითითებული ფასდაკლებებიდან რამდენიმე.
სასაუბრო გაკვეთილები ექსპერტ მასწავლებლებთან ერთად
გაკვეთილის დროს თქვენ შეძლებთ:
- ისაუბროთ ინგლისურად და დახვეწოთ თქვენი გამოთქმა მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად
- განივითაროთ კომუნიკაციური უნარები წყვილებად და ჯგუფებში პროექტებზე მუშაობის დროს
- შექმნათ პროექტი, პრეზენტაციის ან ბლოგის სახით თითოეული სასწავლო მოდულის ბოლოს
- განივითაროთ უნარები, რომელებიც სკოლისა თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაგეხმარებათ
- ისაუბროთ ისეთ ცხოვრებისეულ თემებზე, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, თამაშები, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეული, კლიმატის ცვლილებადა ა.შ
განივითარეთ ცხოვრებისეული უნარები გლობალური სამყაროსთვის
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, დამოუკიდებელი გლობალური მოქალაქე.
- თქვენ იმუშავებთ სხვადასხვა სახის პრაქტიკულ და რთულ დავალებებსა და პროექტებზე, რომელებიც ხელს უწყობს თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
- თანაკლასელებთან გუნდურ დავალებებზე მუშაობის გზით, თქვენ განივითარებთ ურთიერთთანამშრომლობისა და ლიდერის უნარებს.
Learning hub პლატფორმა დაგეხმარებათ მიაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს
იმისათვის, რომ თითოეული გაკვეთილისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მასწავლებელი Learning hub პლატფორმაზე ინტერაქტიულ, დამოუკიდებელ სავარჯიშოებს ჩაგინიშნავთ, რომელიც გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდგომ უნდა შეასრულოთ. ეს დაგემხმარებათ უკეთმოემზადოთდა იყოთმეტად ფოკუსირებული სასწავლო პროცესსზე.
- ყველა სტუდენტს თავისი ინდივიდუალური სწავლების ტემპიაქვს, შესაბამისად დამოუკიდებლად მუშაობა დაეხმარებათ ინგლისურად საუბრისას თავდაჯერების ამაღლებასადა მომდევნო აკადემიურ გეგმებისთვის უკეთ მომზადებაში
- ჩვენი დავალებები სპეციალურად შექმნილია კითხვის, წერისა და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად
- თქვენ გამოიყენებთ თანამედროვე მასალებს, სტატიებს, მუსიკალური პოდკასტებს და სპორტულ ვლოგებს იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ გრამატიკისადა ლექსიკის ცოდნა
- პერსონალური Dashboard-ი დაგეხმარებათ იმუშაოთ თქვენს პროექტებზე და თვალყური ადევნოთ საკუთარპროგრესს.
სანდო, უსაფრთხო და ინკლუზიურ სასწავლო გარემოში
ჩვენი გთავაზობთ უსაფრთო ონლაინ სასწავლო გარემოს
- ჩვენთ ერთად ვაჯგუფებთ ინგლისური ენის ერთსა და იმავე დონეზე მყოფ ერთი ასაკის მოსწავლეებს
- თქვენი მასწავლებელი მოგცემთ უამრავ შესაძლებლობას, ღიად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, რაც თავდაჯერებულობას შეგძენთ ინგლისურ ენაზე საუბრის დროს
- ჩვენთვის პრიოროტეტია თქვენი კეთილდღეობა და მიღებული გვაქვს ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ ხართ უსაფრთხოდ და თქვენი პირადი მონაცემები დაცულია.