How we teach YL, image

ინგლისური ენის გაკვეთილები, რომლებიც მოსწავლეებს ცხოვრების ძირითადი უნარების გამომუშავებაში უწყობს ხელს

სწავლების კუთხით, ჩვენ პრაქტიკულ მიდგომას ვანიჭებთ უპირატესობას, ვატარებთ შემოქმედებით, აქტიურ და სახალისო გაკვეთილებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განივითარონ კითხვის, წერის, მოსმენისა და სასაუბრო უნარები და ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ ინდივიდუალურ სასწავლო მოთხოვნებს.

გაკვეთილები თქვენს შვილზეა მორგებული

ჩვენი საკლასო ოთახები სწავლისთვის უსაფრთხო სივრცეს წარმოადგენს და თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური ყურადღების ცენტრშია.

სასწავლო გარემო, სადაც მთავარია თავდაჯერებულობა

სახალისო, კომპლექსური დავალებები და სხვადასხვა აქტივობები ეხმარება თქვენს შვილს, ინგლისურად თავდაჯერებულად საუბარში.

ცხოვრებისეული უნარების განვითარება და სოციალურ გარემოში ადაპტირება

ჩვენი მოსწავლეები ისეთ ცხოვრებისეულ უნარებს იძენენ, როგორიცაა დამოუკიდებლობა, საკუთარი თავის იმედად ყოფნა და კულტურათაშორისი თავისებურებების გაგება.

ჟურნალები და ონლაინ სასწავლო ჰაბის რესურსები

ჩვენი სასწავლო ჰაბი ონლაინ პორტალია, რომელიც აუმჯობესებს თქვენი შვილის ინგლისური ენის სწავლის პროცესს. ასაკთან შესაბამისი ჟურნალები ავთენტური ენითაა გაჯერებული და ექსპერტების მიერ ეფექტური სწავლის სტრატეგიების დაცვითაა შექმნილი.

იმოგზაურეთ თქვენს შვილთან ერთად ენების სამყაროში

  • იხილეთ შეფასების და პროგრესის ამსახველი წერილობითი ანგარიშები
  • იქონიეთ წვდომა მათ სერთიფიკატებსა და მონაცემებზე
  • მუდმივად ინფორმირებულობისათვის, მიიღეთ ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი და დაესწარით შემოდგომისა და გაზაფხულის სემინარებს