Assessment Literacy for English Language Teachers (ELTs), image

ონლაინ შეფასების სწავლება ბედფორდშერის უნივერსიტეტშია შემუშავებული. ესაა ვებინარების, საკითხავი და სხვა მასალების კომბინაცია, რომელიც მონაწილეებს აცნობსინგლისურ ენაზე საუბრის, მოსმენის და წერის შეფასების პრინციპებს. კურსის მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება გაუზიარონ სხვებს და მიიღონ რჩევები პლატფორმაზე მომუშავე მოდერატორებისგან.

კურსის წარმატებას უზრუნველყოფს მონაწილეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის პრაქტიკული სარგებლიანობა. მიღებული ცოდნის გამოყენება პედაგოგებს მომენტალურად შეუძლიათ საკლასო ოთახში.

მეტი ინფორმაციის მისაღებადსაკონტაქტო პირია მაია დარჩია, პროექტის მენეჯერი: Maya.Darchia@ge.britishcouncil.org.