საქართველოში, 1000-ზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული 14-კვირიან პროგრამაზე რომელიც გამიზნულია კითხვის, წერის და ონლაინ სწავლების შესახებ ცოდნის განვითარებაზე, ისევე როგორც ეკოლოგიური პრობლემების საკითხების სწავლებაზე.

800-ზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული ვებინარების სერიაზე შეფასების სწავლების მეთოდების შესახებ, რომლებსაც ნოთინგემ ტრენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ატარებენ.

20 ქართველი პედაგოგი მენტორის სტატუსით გადის ტრენინგებს პრაქტიკული კვლევის განხორციელების სფეროში, რომელშიც მათ გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტები უწევენ დახმარებას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო პირია მაია დარჩია, პროექტის მენეჯერი: Maya.Darchia@ge.britishcouncil.org.