IELTS ზოგადი მოდული – ადასტურებს, რომ თქვენ გაქვთ პრაქტიკული, ყოველდღიური ინგლისური ენის უნარები

IELTS ზოგადი ცოდნა აფასებს ინგლისური ენის ფლობის უნარს პრაქტიკულ, ყოველდღიურ კონტექსტში. დავალებები და ტესტები ასახავს როგორც სამუშაო გარემოს, ასევე სხვადასხვა სოციალურ სიტუაციას.

ჩამოტვირთეთ ჩვენი უფასო სახელმძღვანელო IELTS ზოგადი მოდულისთვის

ჩააბარეთ ეს ტესტი თუ გსურთ:

  • გაიაროთ სწავლება ან ისწავლოთ აკადემიური ხარისხის დონემდე
  • იმუშაოთ ან გაიაროთ სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლება ინგლისურენოვან ქვეყანაში
  • ინგლისურენოვან ქვეყანაში ემიგრაცია
  • მიიღოთ უკეთესი სამუშაო თქვენს საკუთარ ქვეყანაში.

 თუ გჭირდებათ ვიზა დიდ ბრიტანეთში დასაქმებისათვის ან სასწავლებლად, ზოგიერთ შემთხვევაში დაგჭირდებათ IELTS for UK Visas and Immigratoin ან IELTS Life Skills ჩაბარება.

IELTS ზოგადი მოდულის ტესტის საფასური: 610 ლარი

ხანგრძლივობა: 2 საათი და 45 წუთი.

რას მოიცავს ტესტის საფასური? IELTS ტესტის საფასური მოიცავს ექსკლუზიურ მოსამზადებელ მასალებს, უფასო სავარჯიშო ტესტებს და კიდევ უფრო მეტ სარგებელს

ფორმატი: ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. როდესაც IELTS ტესტზე რეგისტრირდებით ბრიტანეთის საბჭოში გამოცდა ჩატარდება  ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ IELTS ტესტირების ცენტრში.

ტესტის საუბრის ნაწილი ტარდება ტესტის წერითი ნაწილის დღეს, ან არაუმეტეს ერთიკვირით ადრე ან შემდეგ. წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას, თუ როდისაა დანიშნული საუბრის ნაწილი.

IELTS ზოგადი მოდულის ტესტის ნაწილი 1: მოსმენა

ხანგრძლივობა: 30 წუთი + 10 წუთი თქვენი პასუხების პასუხების ფურცელზე გადასატანად

ფორმატი: 4 აუდიო ჩანაწერი სხვადასხვა აქცენტით. თქვენ ჩაწერთ თქვენს პასუხებს შემდეგის მეშვეობით:

  • არჩევითი ტიპის კითხვები
  • დაწყვილება
  • დიაგრამის დასათაურება
  • წინადადების დასრულება

თქვენ მოისმენთ ოთხ აუდიო ჩანაწერს და შემდეგ უპასუხებთ კითხვების სერიებზე.

  • ჩანაწერი 1 – საუბარი ორი ადამიანის შორის, ყოველდღიური სოციალური კონტექსტი.
  • ჩანაწერი 2 – მონოლოგი, ყოველდღიური სოციალური კონტექსტი, მაგალითად, საუბარი ადგილობრივ ობიექტებზე.
  • ჩანაწერი 3 – საუბარი ოთხსმდე ადამიანს შორის, საგანმანათლებლო კონტექსტი, მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორსა და სტუდენტს შორის, რომლებიც განიხილავენ დავალებას.
  • ჩანაწერი 4 – მონოლოგი აკადემიურ საგანზე, მაგალითად, უნივერსიტეტის ლექციაზე.

შემფასებლები შეამოწმებენ თქვენ მიერ მთავარი იდეის და დეტალური ფაქტობრივი ინფორმაციის აღქმის უნარს, მოსაუბრეთა აზრების და დამოკიდებულებების აღქმის, სიტყვის დანიშნულების გაგების და თქვენ მიერ აზრების განვითარებისთვის უნარს.

IELTS ზოგადი მოდულის ტესტის ნაწილი 2: კითხვა

ხანგრძლივობა: 60 წუთი

ფორმატი:

სამი წასაკითხი ნაწყვეტი დავალებებით:

  • ნაწილი 1 - ორი ან სამი მოკლე ფაქტობრივი ტექსტი
  • ნაწილი 2 - ორი მოკლე სამუშაოსთან დაკავშირებული ფაქტობრივი ტექსტი
  • ნაწილი 3 - ერთი ვრცელი ტექსტი ზოგადი ინტერესების თემაზე

კითხვის მოდული შედგება 40 კითხვისგან, რომლებიც შემუშავებულია ფართო დიაპაზონის კითხვის უნარების შესამოწმებლად. ეს მოიცავს კითხვას მთავარი აზრების, დეტალების გაგებისთვის, სწრაფ კითხვას, ლოგიკური არგუმენტების გაგებისთვის, მწერლის მოსაზრებების, დამოკიდებულებების და მიზნის აღქმისთვის.

ეს მოიცავს ნაწყვეტებს შემდეგიდან: წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, შეტყობინებები, სარეკლამო განცხადებები, კომპანიის ცნობარები და გზამკვლევები. ეს ის მასალებია, რომლებსაც ყოველ დღე ვხვდებით ინგლისურენოვან გარემოში.

IELTS ზოგადი მოდულის ტესტის ნაწილი 3: წერა

ხანგრძლივობა: 60 წუთი

ფორმატი:

  • წერილის დაწერის  (მინიმუმ 150 სიტყვა)
  • მოკლე ესსე  (მინიმუმ 250 სიტყვა).

ზოგადი ინტერესების თემები. მოცემულია ორი დავალება:

  • ამოცანა 1 - წარმოდგენილი იქნება სიტუაცია, თქვენი ამოცანაა დაწეროთ წერილი, რომლითაც მოითხოვთ ინფორმაციის მიღებას ან განმარტავთ სიტუაციას. წერილი შეიძლება იყოს პერსონალური, ნახევრად ოფიციალურ ან ოფიციალურ სტილში.
  • ამოცანა 2 – მოგეთხოვებათ დაწეროთ ესსე თვალსაზრისის, არგუმენტის ან პრობლემის საპასუხოდ. ესსე შეიძლება იყოს სტილით პერსონალური.

IELTS ზოგადი მოდული ტესტის ნაწილი 4: გასაუბრება

ხანგრძლივობა: 10 - 15 წუთი

ფორმატი:

  • ინტერვიუ პირისპირ.
  • მოკლე კითხვები და დეტალურად საუბარი ნაცნობ თემაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ტესტირების ცენტრის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ტესტის საუბრის ნაწილის სხვა დღეს დაჯავშნა.

საუბრის ნაწილი აფასებს ინგლისური ენის ცოდნის მეტყველების დონეს. თითოეული ტესტი ჩაიწერება.

  • ნაწილი 1 - გამომცდელი დაგისვამთ ზოგად კითხვებს თქვენ და მთელი რიგი ნაცნობი თემების შესახებ, როგორიცაა სახლი, ოჯახი, სამუშაო, სწავლა და ინტერესები. ეს ნაწილი გრძელდება ოთხიდან ხუთ წუთამდე.
  • ნაწილი 2 - თქვენ მოგცემენ ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება კონკრეტული თემა, რომელზეც უნდა ისაუბროთ. თქვენ გექნებათ ერთი წუთი მოსამზადებლად, მაქსიმუმ ორწუთიანი საუბრის დაწყებამდე. გამომცდელი შემდეგ დაგისვამთ ერთ ან ორ კითხვას იმავე თემაზე.
  • ნაწილი 3 - დამატებითი კითხვები ნაწილი 2-ის თემის შესახებ. ეს საშუალებას მოგცემთ, ისაუბროთ უფრო აბსტრაქტულ იდეებზე და საკითხებზე. ტესტის ეს ნაწილი გრძელდება ოთხიდან ხუთ წუთამდე.

2021 წლის მაისიდან ბრიტანეთის საბჭო საქართველოს საგამოცდო ცენტრი იწყებს IELTS საუბრის ნაწილის ჩატარებას ვიდეო ზარით. ეს გულისხმობს უფრო მეტ მოქნილობას და ტესტის ადმინისტრირების შესაძლებლობას ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როდესაც გამოცდის საუბრის ნაწილის პირისპირ ჩატარება ვერ ხერხდება.

თქვენ ჩააბარებთ საუბრის ნაწილს ვიდეო ზარის მეშვეობით IELTS ოფიციალურ საგამოცდო ცენტრში. ტესტის შინაარსი, შეფასება, ხანგრძლივობა, სირთულის ხარისხი, კითხვები და უსაფრთხოების ზომები იქნება იგივე როგორც გამომცდელთან პირისპირ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. ტესტი შეინარჩუნებს პირისპირ გამომცდელთან საუბრის ფორმატს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. 

დარეგისტრირდით IELTS ზოგად მოდულზე

წარმატება იწყება IELTS-ით. თუ თქვენი მიზანია განათლების მიღება აკადემიური ხარისხის დონემდე, ან გსურთ ემიგრაცია ინგლისურენოვან ქვეყანაში, მაშინ უნდა ჩააბაროთ IELTS ზოგადი ცოდნის ტესტი.

ბრიტანეთის საბჭო ცდილობს უზრუნველყოს თქვენი მხარდაჭერა და დაგეხმაროთ ტესტის წარმატებით ჩაბარებაში. ტესტზე დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ წვდომას IELTS Ready Premium.

იპოვეთ IELTS ზოგადი ცოდნის ტესტის თარიღი. 

ტესტის დაჯავშვნამდე, დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ, რომელ ტესტს ითხოვენ ორგანიზაციები, სადაც აკეთებთ განაცხადს