ინფორმაცია და რჩევები IELTS ტესტის დღესთან დაკავშირებით

თუ IELTS ტესტის ჩაბარებას დისტანციურად აპირებთ, შეიტყვეთ მეტი ტექნიკური მოთხოვნების შესახებ ჩვენს IELTS Online განყოფილებაში.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გეხებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ IELTS ტესტს საგამოცდო ცენტრში ჩააბარებთ.

იმისთვის, რომ IELTS ტესტმა თქვენთვის შეფერხების გარეშე ჩაიაროს, მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდება ტესტის დღეს.

საჭიროა, დროულად მიხვიდეთ IELTS ტესტზე. რეგისტრაციის დადასტურების შესახებ წერილში მიიღებთ ინფორმაციას დროისა და ყველა პროცედურის შესახებ. დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება არ დაგიშვან გამოცდაზე. გამოცდამდე სამი დღით ადრე, თქვენ მიიღებთ წერილს ტესტირების დაწყების დროის შეტყობინებით. 

თუ თქვენ მოითხოვეთ სპეციალური პირობები შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ტესტის დღეს თქვენთვის საჭირო პირობები გატარდება. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, გამოცდამდე სულ მცირე ექვსი კვირით ადრე თუ გსურთ ტესტის სპეციალური პირობებით ჩაბარება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საგამოცდო ოთახში არ შეიძლება საჭმლის შეტანა, თქვენ გექნებათ უფლება შეიტანოთ მხოლოთ წყალი გამჭვირვალე ბოთლით.

რამდენ ხანს გრძელდება ტესტირება?

ტესტის მოსმენის, კითხვის და წერის ნაწილი გრძლედება 2 საათი და 40 წუთი. კომპონენტებს შორის არ არის შესვენება.

ტესტის საუბრის ნაწილი შეიძლება ჩატარდეს იმავე დღეს, ან არაუმეტეს ერთი კვირით ადრე ან გვიან. წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას, საუბრის ნაწილის ჩატარების თარიღის და დროის შესახებ.

რა უნდა შევიტანო ტექსტის ოთახში?

თან უნდა იქონიოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი/პასპორტი)
  • ფანქარი და კალამი (ფანქარი დაგჭირდებათ მოსმენის და კითხვის ნაწილებისთვის)
  • საშლელი

გირჩევთ, თან იქონიოთ:

  • წყალი გამჭვირვალე ბოთლით.

სხვა ნივთის შეტანას ტესტირების ოთახში ვერ შეძლებთ.

გამორთეთ მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა. თქვენ მოგეთხოვებათ მათი დატოვება სხვა პირად ნივთებთან ერთად ტესტირების ოთახის გარეთ.

სად უნდა დავტოვო ჩემი პირადი ნივთები ტესტის დღეს?

პირადი ნივთები უნდა დატოვოთ სპეციალურად გამოყოფილ დაცულ ოთახში. ბრიტანეთის საბჭო არ აგებს პასუხს თქვენი პირადი ნივთების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე ტესტის ჩატარების ადგილას. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, დატოვოთ ძვირადღირებული ნივთები, როგორებიცაა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, სახლში.

როდის შემოწმდება ჩემი პირადობა?

ქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შემოწმდება IELTS ტესტის დღის თანამშრომლების მიერ მოსვლისთანავე.

გთხოვთ, თან იქონიოთ პირდაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი), რომლითაც დარეგისტრირდით ტესტზე.  

არასწორი ან ვადაგასული პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტები არ მიიღება. თუ ვერ შეძლებთ მოქმედი პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტები წარდგენას, თქვენ არ დაიშვებით ტესტზე.

როდის გადამიღებენ ფოტოსურათს ტესტის დღეს?

გამოცდის დღეს თქვენ გადაგიღებენ ფოტოსურათს, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება თქვენს სერტიფიკატზე.

რა ხდება ტესტის ბოლოს?

დარჩით თქვენს ადგილას, სანამ დამკვირვებელი არ მოგცემთ ნებართვას დატოვოთ ოთახი.

თუ ფიქრობთ, რომ არსებობს რაიმე გარემოება, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს თქვენს შედეგზე, მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ დამკვირვებელს.

თუ გსურთ გასაჩივრება ან პრობლემის შესახებ განცხადების გაკეთება, გთხოვთ, სთხოვეთ დამკვირვებელს, ტესტის დღის ინციდენტის ფორმა შესავსებად.

რა უნდა გავაკეთო, თუ დამჭირდა დახმარება ტესტის დროს?

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა ტესტის დროს, აწიეთ ხელი დახმარებისთვის.

ტესტის მოსმენის ნაწილის დროს, დარწმუნდით, რომ ხმა კარგად ისმის. აცნობეთ დამკვირვებელს, თუ არ გესმით ჩანაწერი.

გთხოვთ, გახსოვდეთ, მოსმენის ნაწილის შემდეგ გექნებათ 10 წუთი პასუხების ფურცელის შესავსებად. თქვენ არ გექნებათ 10 წუთი კითხვის ნაწილის შემდეგ, ამიტომ, დარწმუნდით, რომ გადაიტანეთ პასუხები პასუხების ფურცელზე, ყოველი ნაწილის დასრულებისთანავე.

თუ ტესტის დროს დაგჭირდებათ საპირფარეშოში გასვლა, აწიეთ ხელი და ანიშნეთ დამკვირვებელს, რათა არ შეაწუხოთ სხვა კანდიდატები. 

ბრიტანეთის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოება ბრიტანეთის საბჭოს IELTS ტესტზე ძალიან მნიშვნელოვანია. ტესტის დღეს ყველა კანდიდატს მოეთხოვება სურათის გადაღება როგორც დამატებითი უსაფრთხოების ზომა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაეცანით ფოტოსურათის გადაღების ინსტრუქციებს, რომელიც მიიღეთ ელექტრონულ ფოსტაზე ტესტზე დარეგისტრირების შემდეგ.  

მაჯის საათის (განურჩევლად მისი მოდელისა თუ მონაცემის) შეტანა ტესტირების ოთახში არ არის ნებადართული. თქვენ მოგეთხოვებათ, დატოვოთ თქვენი მაჯის საათი პირადი ნვთებისათვის განკუთვნილ საგარდერობო ოთახში. საგამოცდო ოთახში იქნება საათი.