როდის მივიღებ ჩემს შედეგს?

თქვენ არ მოგიწევთ დიდხანს ლოდინი IELTS ტესტის შედეგის მისაღებად. ფაქტობრივად, თუკი IELTS-ს კომპიუტერით ჩააბარებთ, თქვენი შედეგები სტანდარტულად ორი დღის განმავლობაში ჩამოვა.

თქვენი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Test Taker Portal. იმის მიხედვით, თუ რომელი IELTS ტესტი გაქვთ ჩაბარებული, თქვენი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება:

ტესტი

დრო

IELTS Online

 6-8  დღე

კომპიუტერული IELTS ტესტი

1-2 დღე

წერილობითი IELTS ტესტი

13 დღე

IELTS for UKVI

13 დღე

IELTS Life Skills

7 დღე

IELTS შედეგების შემოწმება ონლაინ შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს შედეგები არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც თქვენ მიერ ტესტის ჩაბარების ოფიციალური დასტური.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, თუ ჩააბარეთ IELTS UKVI ტესტი, შედეგებს ონლაინ ვერ შეამოწმებთ.

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგეთ თქვენი სერტიფიკატი ან დაგავიწყდათ თქვენი შედეგი, გთხოვთ, დაუკავშირდით თქვენს საგამოცდო ცენტრს.

რატომ ვერ მივიღე ჩემი შედეგი 1-2 დღის განმავლობაში?

მიუხედავად იმისა, რომ IELTS-ის კომპიუტერული ტესტების შედეგების უმეტესობა 1-2 დღის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ზოგჯერ, ტესტის განსახილველად დამატებითი დროა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, თქვენი ქულისა და თქვენი პირადობის მოწმობის დეტალების სისწორეში.

როდის მივიღებ ჩემს სერტიფიკატს / შედეგის ფურცელს?

თუ ჩააბარეთ IELTS წერილობითი გამოცდა თქვენ შეძლებთ თქვენი შედეგის ფურცლის / სერტიფიკატის აღებას ბრიტანეთის საბჭოს ოფისიდან (34 რუსთაველის გამზირი თბილისი, 0108 საქართველო) მე-13 კალენდარულ დღეს, 13:00 საათიდან. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. თუ არ შეგიძლიათ თავად მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით, რადგან გვაქვს სპეციალური პროცესი მესამე პირის მიერ შედეგების ფურცლის / სერტიფიკატის გატანასთან დაკავშირებით.

თუ ცხოვრობთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში და ვერ ახერხებთ თქვენი შედეგების ფურცლის თავად გატანას, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ სერთიფიკატი DHL ექსპრეს ფოსტის საშუალებით თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე წერილობითი IELTS გამოცდის ჩაბარებიდან მე-13 კალენდარულ დღეს. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაფაროს საკურიერო მომსახურების საფასური, რაც დაახლოებით შეადგენს: თბილისი - 5 ლარი; საქართველო - 15 ლარი; ევროპა და აშშ - 170 ლარი.

თქვენ მიიღებთ შედეგების ფურცლის / სერტიფიკატის მხოლოდ ერთ ორიგინალს, დამატებითი ასლები არ გაიცემა.

თუ ჩააბარეთ IELTS კომპიუტერული გამოცდა, ტესტის შედეგებს მიიღებთ მხოლოდ ელექტრონულად. თქვენ შეძლებთ ჩამოტვირთოთ ელექტრონული შედეგების ფურცელი / სერტიფიკატი (eTRF) კანდიდატის პორტალიდან გამოცდის ჩაბარებიდან 1-2 დღის შემდეგ. ასევე ამობეჭდოთ ელექტრონული შედეგების ფურცელი / სერტიფიკატი (eTRF) რომ გააგზავნოთ მიმღებ ორგანიზაციაში, ან შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. ასევე, შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი შედეგი პირდაპირ მიმღებ ორგანიზაციაში კანდიდატის პორტალიდან. თუ ჩააბარეთ IELTS Online, შედეგებს მიიღებთ მხოლოდ ელექტრონულად. შეგიძლიათ, ამობეჭდოთ ელექტრონული Test Result Form და გაუგზავნოთ მიმღებ ორგანიზაციებს.

IELTS შედეგები ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით არ გაიცემა.

ჩვენ გავაგზავნით თქვენს შედეგის ფურცელს / სერტიფიკატს დაწესებულებებში, სადაც გააკეთეთ განაცხადი (არ ვრცელდება IELTS Online)

საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ყოველთვის სჭირდებათ გამოცდის შედეგის დედანი და არა ასლი, საგამოცდო შედეგების ასლი არ მიიღება.

IELTS გამოცდის შედეგის ფურცლის /  სერტიფიკატის დამატებით 5 ასლი შეგვიძლია გავუგზავნოთ მიმღებ ორგანიზაციებს (მაგ., უნივერსიტეტებს, საემიგრაციო სააგენტოებს და სხვა). სერტიფიკატის დამატებითი ასლების მიმღებ ორგანიზაციებში გაგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი მისამართი კანდიდატის პორტალზე გამოცდის ჩაბარებიდან ორი წლის განმავლობაში. 

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ სრული მისამართის მითითება. მისამართის გარეშე ვერ შევძლებთ შემოწმებას აქვს თუ არა მიმღებ ორგანიზაციას წვდომა IELTS შედეგების ვერიფიკაციის სერვისზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს შეამოწმოს თქვენი შედეგები მას შემდეგ რაც ჩვენ ავტვირტავთ მათ ელექტრონულად. იმ შემთხვევაში, თუ მათ აღნიშნულ სერვისზე წვდომა არ აქვთ, ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ თქვენი შედეგის ფურცლის / სერტიფიკატის დამატებითი ორიგინალი ფოსტით. თითოეული ასლის საერთაშორისო მიმართულებით გასაგზავნად თქვენ უნდა გადაიხადოთ საკურიერო მომსახურების საფასური.

შემიძლია მივიღო ჩემი IELTS შედეგის დამატებითი ასლები?

თუ გსურთ, რომ ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ხუთი ასლის გარდა კიდევ გავაგზავნოთ თქვენი სერტიფიკატის ასლი ორგანიზაციაში, რომელიც მას აღიარებს, თქვენ უნდა გადაიხადოთ საკურიერო მომსახურების საფასური თითოეული ასლის გაგზავნისათვის საერთაშორისო მიმართულებით.

თუ თქვენი საგამოცდო ცენტრი დაიხურა, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი სერტიფიკატი აქ: ielts.org

თქვენ უნდა მოგვაწოდოთ დაწესებულების მისამართი და შეავსოთ “განაცხადი დამატებითი სერტიფიკატისათვის”. განაცხადის ფორმას დაურთეთ თქვენი IELTS ტესტის შედეგის და პასპორტის ფოტოასლები და გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:exams@ge.britishcouncil.org. ჩვენ გავაგზავნით თქვენს სერტიფიკატს პირდაპირ დაწესებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამატებითი სერტიფიკატის დამზადებას სჭირდება დაახლოებით ათი სამუშაო დღე. 

IELTS შედეგების ინტერპრეტაცია?

კანდიდატი ფასდება 0-დან 9 ქულამდე გამოცდის თითოეულ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ინგლუსრი ენის ცოდნის დონეს.

თქვენი სერტიფიკატი აჩვენებს ქულას თითოეული კომპონენტისთვის (მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი) და ასევე ჯამურ ქულას. IELTS გამოცდა აფასებს ინგლისურის ცოდნას ნებისმიერ დონეზე. ტესტის თითოეულ კომპონენტში შეიძლება მიიღოთ სრული (მაგალითად 5.0, 6.0, 7.0)  ან ნახევარ  (მაგალითად 5.5, 6.5, 7.5) ქულიანი შეფასება.

შეიტყვეთ მეტი თუ რას ნიშნავს თქვენი ქულა.

IELTS გამოცდის შედეგის ფურცლის/სერთიფიკატის ვადა

ორგანიზაციები, როგორც წესი, არ მიიღებენ თქვენი გამოცდის შედეგებს გამოცდის ჩაბარებიდან 2 წლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ წარმოადგენთ იმის დასტურს, რომ ამ ხნის განმავლობაში შეინარჩუნეთ ან გააუმჯობესეთ თქვენი ინგლისური ენის ცოდის დონე. IELTS პარტნიორები ვერ დაადასტურებენ თქვენი შედეგის ვალიდურობას ორი წლის შემდეგ.

IELTS ტესტის შედეგის გადამოწმება?

იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღეთ თქვენთვის სასურველი ქულა, შეგიძლიათ მოითხოვოთ IELTS შედეგის გადამოწმება. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი კომპონენტის გასაჩივრება გსურთ და განაცხადი უნდა გააკეთოთ იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც გამოცდა ჩააბარეთ.

IELTS შედეგის გადამოწმების სერვისის საფასურია 295 ლარი. ქულის მომატების შემთხვევაში კანდიდატს სრულად უბრუნდება სერვისის საფასური.

გასაჩივრება შეგიძლიათ გამოცდის ჩაბარებიდან არაუგვიანეს ექვსი კვირისა. მიუხედავად იმისა წერილობითი თუ კომპიუტერული IELTS ჩააბარეთ.

გასაჩივრება შესაძლებელია ონლაინ კანდიდატის პორტალიდან

Enquiry on Results (EORs) შედეგები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს თქვენი განაცხადის მიღების დღეს ან განაცხადის წარდგენიდან 21 დღის განმავლობაში. საჭირო დრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის გასაჩივრებული კომპონენტების რაოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ შედეგი 21 დღის შემდეგ არ მიიღეთ, დაუკავშირდით თქვენს საგამოცდო ცენტრს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

შესაძლებელია თუ არა IELTS ტესტის გადაბარება?

IELTS-ის ხელახლა ჩაბარების არანაირი აკრძალვა არ არსებობს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტესტი, როგორც კი გადაწყვეტთ, რომ მზად ხართ ამისთვის.

გაითვალისწინეთ, თუ გამოცდის გადაბარებას დამატებითი მომზადების გარეშე გადაწყვეტთ, თქვენი ქულა შესაძლოა არ შეიცვალოს. ეწვიეთ მოემზადეთ IELTS ტესტისთვის განყოფილებას, გაიარეთ საცდელი ტესტი და შეაფასეთ თქვენი ცოდნის დონე.