შენიშვნა: ეს გახლავთ გამოცდის გაუქმების და გადატანის წესები IELTS (აკადემიური და ზოგადი მოდული) გამოცდისათვის, შეგიძლიათ იხილოთ IELTS UKVI გამოცდის გაუქმებისა და გადატანის წესები აქ

გთხოვთ, ეწვიოთ Take IELTS ვებ გვერდს თუ გაინტერესებთ IELTS Online ტესტის გაუქმების წესები.

IELTS ტესტის გაუქმება

თუ გააუქმებთ IELTS წერილობით ტესტს გამოცდამდე ხუთი, IELTS კომპიუტერულ ტესტს გამოცდამდე ორი კვირით ადრე, თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული გადასახადის 25% დაქვითვით.

ბრიტანეთის საბჭოს არ შეუძლია განახორციელოს გადახდა ბანკებში (ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში), რომლებიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს ან სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ. თუ მოითხოვთ თანხის დაბრუნებას სანქცირებული ბანკის ან/და სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშზე, თანხის დაბრუნება ვერ მოხდება. იმისათვის რომ დაგიბრუნდეთ თანხა, უნდა წარმოადგინოთ ალტერნატიული ანგარიშის ნომერი, სადაც მოხდება შესაბამისი თანხის გადმორიცხვა.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, თანხის დაბრინების პროცესის სავარაუდო დრო არის 4-დან 6 კვირმადე.

თუ 5 კვირაზე ნაკლებ დროში გააუქმებთ IELTS ტესტს, თანხა არ დაგიბრუნდებათ.

იმისათვის რომ გააუქმოთ თქვენი IELTS ტესტი (აკადემიური ან ზოგადი მოდული), გახსენით კანდიდატის პორტალი და შეავსეთ ტესტის გაუქმების მოთხოვნა და ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტაცია/ცნობები.

იმისათვის რომ გააუქმოთ თქვენი UKVI ან Life Skills ტესტი, გთხოვთ, ჩამოტვირთეთ გამოცდის გაუქმების ფორმა და გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: exams@ge.britishcouncil.org. (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა ფორმაზე ხელის მოწერა). დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ.

იმ შემთხვევაში თუ გამოცდის დღეს ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა წარდგენილი იქნება ტესტის ჩატარებიდან ორი კალენდარული დღის განმავლობაში, კანდიდატის პორტალზე წარდგენილ გაუქმების მოთხოვნასთან ერთად, საფასური ანაზღაურდება 25% ადმინისტრაციული საფასურის გამოკლებით.

მიიღება მხოლოდ ორიგინალი სამდიცინო ცნობები ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ არ მივიღებთ შევსებულ გაუქმების მოთხოვნას კანდიდატის პორტალზე და არ იქნება ატვირთული შესაბამისი დოკუმენტაცია/ცნობები ტესტის ჩატარებიდან მეორე კალენდარული დღის განმავლობაში, თქვენ დაგიფიქსირდებათ გაცდენა და თანხა არ აგინაზღაურდებათ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ ოჯახის წევრების მიერ გაცემულ შეტყობინებებს ავადმყოფობის შესახებ.

ფაქსით ან ელფოსტით გამოგზავნილი ასლები არ მიიღება. 

ტესტის დღის გადატანის მოთხოვნა

თუ გჭირდებათ თქვენ მიერ არჩეული გამოცდის თარიღის შეცვლა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ტესტის გადატანა გამოცდამდე ხუთი კვირით ადრე წერილობითი IELTS ტესტის შემთხვევაში, ხოლო კომპიუტერული IELTS ტესტის შემთხვევაში - ორი კვირით ადრე ადმინისტრაციული გადასახადის დაქვითვის გარეშე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტის ჩაბარების ახალი თარიღი უნდა იყოს საწყისი ტესტის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში. ავადმყოფობის შემთხვევაში, გადატანა შესაძლებელია ტესტიდან ხუთი კვირის განმავლობაში, თუ სამედიცინო ცნობის ორიგინალი წარდგენილი იქნება ტესტის ჩატარებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, თანხის დაბრუნების მოთხოვნის, ან ტესტის თარიღის გადატანის ფორმასთან ერთად. ტესტის თარიღის გადატანის ფორმა უნდა მოითხოვოთ თქვენს საგამოცდო ცენტრში

თუ ტესტი გადატანილი იქნება ახალ თარიღზე (ან ტესტის დანიშნულ ვადამდე, ან ავადმყოფობის გამო) და ავად იქნებით ტესტის მეორე თარიღისთვის, მაშინ თქვენ არ გექნებათ თანხის დაბრუნების და ტესტის სხვა თარიღზე გადატანის უფლება.

განსაკუთრებული გარემოებები და გამონაკლისი შემთხვევები

იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება წარმოიშვას სიტუაციები, როდესაც თქვენ ვერ შეძლებთ ტესტზე დასწრებას ან ტესტის დღეს იქნებით გამოუვალ მდგომარეობაში ავადმყოფობის, ტრავმის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების გამო, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება და თქვენ აღარ გაქვთ უფლება სტანდარტული გაუქმების, თანხის დაბრუნების ან ტესტის სხვა თარიღზე გადატანის საშუალება. ასეთ შემთხვევებში, მათ შორის ისეთ სიტუაციებში, როგორიც არის მძიმე დანაკარგი - ოჯახის წევრის გარდაცვალება, სამოქალაქო არეულობა ან ოჯახური კრიზისი, შეგიძლიათ მიმართოთ საგამოცდო ცენტრს თვენი საკითხის განხილვისთვის განსაკუთრებული გარემოებების გამო. ამ პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საგამოცდო ცენტრის კონტროლს მიღმა გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს თქვენი ტესტის გაუქმება და სხვა თარიღზე გადატანა. ასეთი გარემოებები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ექსტრემალური ამინდის პირობებს, სტიქიურ უბედურებებს, სამოქალაქო არეულობას, გაფიცვებს, გლობალურ პანდემიას ან ფორსმაჟორს.

ასეთი გარემოებიების წარმოშობის შემთხვევაში, საგამოცდო ცენტრი უმოკლეს ვადაში შეგატყობინებთ ამის შესახებ და მოგცემთ არჩევანის გაკეთების უფლებას, თქვენი სურვილისამებრ. ან სრულად დაიბრუნოთ თანხა ან გადადოთ ტესტირება სხვა თარიღზე.

თუ თქვენი ტესტი გაუქმდა ან გადაიდო სხვა გარემოებების გამო, როგორიცაა ტექნიკური გაუმართაობა, ადგილი ან გარემო ფაქტორები, საგამოცდო ცენტრი უმოკლეს ვადაში შეგატყობინებთ ამის შესახებ და მოგცემთ არჩევანის გაკეთების უფლებას, ან სრულად დაიბრუნოთ თანხა ან გადადოთ ტესტირება სხვა თარიღზე.