შენიშვნა: ეს წესები ეხება მხოლოდ IELTS UKVI გამოცდას, მათ შორის IELTS Life Skills. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი წესების დოკუმენტი IELTS UKVI განსხვავებული ტესტებისთვის. 

ა. გაუქმება 

თქვენი IELTS გამოცდის რეგისტრაციის გაუქმება გამოცდის ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ამის შესახებ უნდა აცნობოთ საგამოცდო ცენტრს.

თანხის დაბრუნების პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გააუქმეთ და გეხებათ თუ არა გამონაკლისი შემთხვევები.  

1. გამოცდის თარიღამდე დარჩენილი დრო 

1.1. გამოცდამდე 14 დღით ადრე: 

თუ IELTS გამოცდის რეგისტრაციას გააუქმებთ გამოცდამდე 14 დღით ადრე, დაგიბრუნდებათ გამოცდის მთლიანი საფასურის 75%

1.2. გამოცდის თარიღამდე 14-დღიან პერიოდში, მაგრამ გამოცდამდე 2 დღით ადრე: 

თუ IELTS გამოცდის რეგისტრაციას გააუქმებთ გამოცდამდე 14-დღიან პერიოდში, მაგრამ ტესტირებამდე 2 დღით ადრე,  დაგიბრუნდებათ გამოცდის მთლიანი საფასურის 50%

1.3. გამოცდამდე 2 დღით ადრე: 

თუ IELTS გამოცდის რეგისტრაციას გააუქმებთ გამოცდამდე 2 დღით ადრე, დაგიბრუნდებათ გამოცდის მთლიანი საფასურის 25%

1.4.გამოცდის დღეს ან გამოცდის შემდეგ: 

თუ IELTS გამოცდის რეგისტრაციას გააუქმებთ გამოცდის დღეს ან გამოცდის შემდეგ, თანხა არ დაგიბრუნდებათ. 

2. გამონაკლისები გამოცდის კანდიდატებისათვის

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას არ დაესწრებით თქვენ შეგიძლიათ გამონაკლისი გარემოებები წარადგინოთ საგამოცდო ცენტრში, რის გამოც ვერ შეძელით გამოცდაზე დასწრება გამოცდამდე და გამოცდის შემდეგ მაქსიმუმ 5 დღის განმავლობაში. საგამოცდო ცენტრი გიპასუხებთ თქვენ მიერ შეტანილი წერილობითი განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღეში. საგამოცდო ცენტრი განიხილავს, შეესაბამება თუ არა თქვენი შემთხვევა გამონაკლის გარემოებებს. 

გამონაკლისი გარემოებების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი და ცნობა თქვენმა საგამოცდო ცენტრმა უნდა მიიღოს გამოცდის თარიღიდან ხუთი დღის განმავლობაში. 

თუ საგამოცდო ცენტრი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, თანხა აუცილებლად დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული თანხის 25%-ის დაქვითვით.   

თუ საგამოცდო ცენტრი არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას, გამოყენებული იქნება პირველ ნაწილში მოცემული პირობები. 

ჩვენ გამონაკლის გარემოებებს განვმარტავთ შემდეგნაირად: 

  •          სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ხელს გიშლით, გამოცხადდეთ ან ჩვეულებრივად გაიაროთ ტესტი გამოცდის დღეს; ამგვარი გარემოებები      დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით 
  •          მძიმე დანაკლისის, ტრავმის, ან სხვა ფორმის მნიშვნელოვანი სირთულის დამადასტურებელი მტკიცებულება 
  •         სამხედრო სამსახური 

 3. გამონაკლისები საგამოცდო ცენტრისთვის

საგამოცდო ცენტრის კონტროლს მიღმა არსებულ გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ჩვენ მოგვიხდეს თქვენი გამოცდის გაუქმება. ამ გარემოებების არასრული ჩამონათვალია: ამინდის მდგომარეობა, ბუნებრივი კატასტროფა, სამოქალაქო არეულობა და საწარმოო გაფიცვები. 

ამგვარ გარემოებებში თქვენი საგამოცდო ცენტრი მოგაწვდით რაც შეიძლება ვრცელ ინფორმაციას და შემოგთავაზებთ, აირჩიოთ: 

  •          თანხის სრულად დაბრუნება ან 
  •          საგამოცდო თარიღის გადატანა თქვენთვის ხელსაყრელი მომავალი თარიღისთვის. 

იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრი გააუქმებს გამოცდას მის კონტროლს დაქვემდებარებულ გარემოებებში, გარდა იმისა, რომ შეძლებთ თანხის დაბრუნებას ან გამოცდის თარიღის გადატანას, შეგიძლიათ, მოითხოვოთ სათანადო ხარჯების კომპენსაცია. საგამოცდო ცენტრი შეაფასებს, თუ რამდენად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა და კომპენსაციას მიიღებთ შემდეგი პირობების მიხედვით:

  •          საგამოცდო ცენტრი შეაფასებს, გაუქმების გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა თუ არა მის კონტროლს. 
  •          კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებისთვის, რომლებიც: 

- უშუალოდ გამოწვეულია გამოცდის დღეს დაგეგმილი დასწრებით

- დასაბუთებულია გადახდის ქვითრ(ებ)ით 

- დასაბუთებულია, რომ მყიდველისთვის გაუქმებული მგზავრობის და/ან დაბინავების ხარჯების დაბრუნება შეუძლებელია

- შეესაბამება განსახილველი ხარჯებისთვის არსებულ ყველაზე დაბალგონივრულ საბაზრო ფასებს (ამას შეამოწმებს საგამოცდოცენტრი).

·       თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს საგამოცდო ცენტრამდე უფრო შორ მანძილზე იმგზავრებთ, საგამოცდო ცენტრი არ მიიჩნევს თქვენს მოთხოვნას გონივრულად. 

ბ. გადატანა

4.1. გამოცდამდე 14 დღით ადრე:

გამოცდის თარიღის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოცდამდე 14 დღით ადრე.

სადაც შესაძლებელია, გამოცდის თარიღი უნდა აირჩიოთ საწყისი გამოცდის თარიღიდან შემდგომი სამი თვის პერიოდში. თუ გამოცდის ახალი სასურველი თარიღის დანიშვნა გამოცდის თავდაპირველი თარიღიდან სამი თვის შემდეგ გსურთ, მაშინ გადავადება მიჩნეული იქნება გაუქმებად.

ერთიდაიმავე ჯავშნის გადავადება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.

თქვენმა საგამოცდო ცენტრმა შეიძლება დაგაკისროთ ადმინისტრაციული საფასური, რომელიც არ იქნება გამოცდის მთლიანი საფასურის 25%-ზემეტი. 

4.2. გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში:

გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში ნებისმიერი გადავადების მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებად. გთხოვთ, იხილოთ წინამდებარე დოკუმენტის ნაწილი: ა) გაუქმება.

 შენიშვნები

i.თქვენი საგამოცდო ცენტრი პასუხისმგებელია თანხის დაბრუნებაზე და გადატანის ორგანიზებაზე

ii.„ა“ ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგამოცდო ცენტრი პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ გაცხადებულ გამონაკლის გარემოებებს.

iii.„ა“ ნაწილის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგამოცდო ცენტრი პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკავშირდება კომპენსაციას, მათ შორის, შესაბამისობასა და გაცემულ თანხებს. 

iv. თუ იმ ქვეყნაში, სადაც დარეგისტრირდით IELTS გამოცდის ჩასაბარებლად, მომხმარებელთა დაცვის ადგილობრივი კანონი გამოცდის კანდიდატისთვის ითვალისწინებს გაუქმებისა და გადავადების უფრო ხელსაყრელ უფლებებს, ვიდრე მოცემულია ზემოთ, გამოყენებული იქნება მომხმარებელთა დაცვის ადგილობრივი კანონი.