IELTS ტესტის აკადემიური მოდული – მოემზადეთ უმაღლესი განათლების მისაღებად

IELTS ტესტის აკადემიური მოდული აფასებს, გაქვთ თუ არა ინგლისური ენის ცოდნის სათანადო დონე, რომელიც საჭიროა აკადემიური უმაღლესი განათლების მისაღებად. ის ასახავს აკადემიური ენის ზოგიერთ თავისებურებას და აფასებს, რამდენად მზად ხართ დაიწყოთ სწავლა, ან გაიაროთ ტრენინგი.

ჩამოტვირთეთ ჩვენი უფასო სახელმძღვანელო IELTS აკადემიური მოდულისთვის

ჩააბარეთ ეს ტესტი, თუ გსურთ:

  • ისწავლოთ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
  • შეიტანოთ განაცხადი მე-4 კატეგორიის სტუდენტურ ვიზაზე უნივერსიტეტში, რომელიც არის მე-4 კატეგორიის სპონსორი დიდ ბრიტანეთში
  • დასაქმდეთ ორგანიზაციაში ინგლისურენოვან ქვეყანაში.

შეგიძლიათ აირჩიოთ ორი ფორმატიდან ერთერთი - წერილობითი IELTS და კომპიუტერული IELTS ტესტი, ან შეგიძლიათ დისტანციურად ჩააბაროთ IELTS Online.

IELTS Online გამოცდაზე დარეგისტრირებით შეგიძლიათ ტესტის ჩაბარება სახლიდან ან ნებისმიერი სივრციდან სტაბილური ინტერნეტ კავშირით.

თუ აირჩევთ IELTS Online, ტესტის Listening, Reading და Writing კომპონენტებს კომპიუტერულად ჩააბარებთ. Speaking კომპონენტს ჩაატარებს კვალიფიციური IELTS Examiner ონლაინ ვიდეოზარის საშუალებით.

თუ გჭირდებათ ვიზა დიდ ბრიტანეთში დასაქმებისათვის ან სასწავლებლად, ზოგიერთ შემთხვევაში დაგჭირდებათ IELTS for UK Visas and Immigration or IELTS Life Skills ჩაბარება.

IELTS აკადემიური ტესტის საფასური: 610 ლარი

რას მოიცავს ტესტის საფასური? IELTS ტესტის საფასური მოიცავს ექსკლუზიურ მოსამზადებელ მასალებს, უფასო სავარჯიშო ტესტებს და კიდევ უფრო მეტ სარგებელს 

ხანგრძლივობა: 2 საათი და 45 წუთი (მოსმენა, კითხვა და წერა) + 11-14 წუთი (საუბრის ნაწილი)

ფორმატი: ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. როდესაც IELTS ტესტზე რეგისტრირდებით ბრიტანეთის საბჭოში გამოცდა ჩატარდება  ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ IELTS ტესტირების ცენტრში.

ტესტის საუბრის ნაწილი ტარდება ტესტის წერითი ნაწილის დღეს, ან არაუმეტეს ერთიკვირით ადრე ან შემდეგ. წინასწარ მიიღებთ შეტყობინებას, თუ როდისაა დანიშნული საუბრის ნაწილი.

IELTS აკადემიური ტესტის ნაწილი 1: მოსმენა

ხანგრძლივობა: 30 წუთი, პლუს 10 წუთი თქვენი პასუხების პასუხების ბლანკზე გადასატანად

ფორმატი: ოთხი აუდიო ჩანაწერი სხვადასხვა აქცენტით. 

თქვენ ჩაწერთ პასუხებს შემდეგის მეშვეობით:  

  • მრავალვარიანტიანი არჩევანი
  • დაწყვილება
  • დიაგრამის წარწერა
  • წინადადების დასრულება.

თქვენ მოისმენთ ინგლისური ენის მატარებლების მიერ შესრულებულ ოთხ აუდიო ჩანაწერს და შემდეგ ჩაწერთ პასუხებს კითხვების სერიებზე.

  • ჩანაწერი 1 – საუბარი ორი ადამიანის შორის, ყოველდღიური სოციალური კონტექსტი.
  • ჩანაწერი 2 – მონოლოგი, ყოველდღიური სოციალური კონტექსტი, მაგალითად, საუბარი ადგილობრივ ობიექტებზე.
  • ჩანაწერი 3 – საუბარი ოთხამდე ადამიანს შორის, საგანმანათლებლო კონტექსტი, მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორსა და სტუდენტს შორის, რომლებიც განიხილავენ დავალებას.
  • ჩანაწერი 4 – მონოლოგი აკადემიურ საგანზე, მაგალითად, უნივერსიტეტის ლექციაზე.

შემფასებლები შეამოწმებენ თქვენ მიერ მთავარი იდეის და დეტალური ფაქტობრივი ინფორმაციის აღქმის უნარს, მოსაუბრეთა აზრების და დამოკიდებულებების აღქმის, სიტყვის დანიშნულების გაგების და თქვენ მიერ აზრების განვითარებისთვის მიდევნების უნარს.

IELTS აკადემიური ტესტის ნაწილი 2: კითხვა

ხანგრძლივობა: 60 წუთი

ფორმატი:

  • სამი ვრცელი წაკითხული ტექსტი ამოცანებით (მათ შორის, დიაგრამები, გრაფიკები ან ილუსტრაციები
  • ტექსტების დიაპაზონია როგორც აღწერილობითი და ფაქტობრივი, ისე არათანმიმდევრული და ანალიტიკური.

კითხვის ნაწილი შედგება 40 კითხვისგან, რომლებიც შემუშავებულია ფართო დიაპაზონის კითხვის უნარების ტესტირებისთვის. ეს მოიცავს სწრაფ კითხვას, კითხვას მთავარი აზრების, დეტალების, ლოგიკური არგუმენტების გასაგებად, მწერლის მოსაზრებების, დამოკიდებულებების და მიზნის აღსაქმელად.

ეს ნაწილი შედგება სამი ვრცელი ტექსტისგან, რომელთა დიაპაზონი მოიცავს ფაქტობრივ ინფორმაციას, დისკუსიებსა და ანალიზს. ეს არის ამონარიდები სხვადასხვა წიგნიდან, დღიურიდან, ჟურნალიდან და გაზეთიდან. ისინი არჩეულია არაპროფესიონალი აუდიტორიისთვის, მაგრამ შესაბამისია ადამიანებისთვის, რომლებიც აბარებენ საუნივერსიტეტო კურსებზე, ან სურთ მიიღონ სამუშაო რეგისტრაცია.

IELTS აკადემიური ტესტის ნაწილი 3: წერა

ხანგრძლივობა: 60 წუთი

ფორმატი:

  • ერთი წერითი დავალება ტექსტის ან დიაგრამების (მინიმუმ 150 სიტყვა) აღწერის, განმარტებისა და შეჯამებისთვის
  • ერთი ესსე (მინიმუმ 250 სიტყვა).

თემები ზოგადად საინტერესოა და შესაფერისია კანდიდატებისთვის, რომლებიც აპირებენ სწავლას საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამებზე, ან სურთ მიიღონ სამუშაო რეგისტრაცია. მოცემულია ორი ამოცანა:

  • ამოცანა 1 – თქვენთვის წარდგენილი იქნება გრაფიკი, ცხრილი, სქემა ან დიაგრამა და გთხოვენ აღწეროთ, შეაჯამოთ ან ახსნათ ინფორმაცია თქვენი საკუთარი სიტყვებით. შეიძლება გთხოვონ აღწეროთ და ახსნათ მონაცემები, აღწეროთ პროცესის ეტაპები, როგორ მუშაობს რაიმე, ან აღწეროთ ობიექტი ან ღონისძიება.
  • ამოცანა 2 – მოგეთხოვებათ დაწეროთ ესსე თვალსაზრისის, არგუმენტის ან პრობლემის საპასუხოდ.

IELTS აკადემიური ტესტის ნაწილი 4: გასაუბრება

ხანგრძლივობა: 10 - 14 წუთი

ფორმატი:

  • პირისპირ ინტერვიუ, მოკლე კითხვებით თქვენთვის ნაცნობ თემებზე და ერთი თემის დეტალური განხილვა.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ტესტირების ცენტრის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ტესტის საუბრის ნაწილის სხვა დღეს დაჯავშნა.

საუბრის ნაწილი აფასებს ინგლისური ენის სამეტყველო დონეს. თითოეული ტესტი ჩაიწერება.

  • ნაწილი 1 - გამომცდელი დაგისვამთ ზოგად კითხვებს თქვენ და მთელი რიგი ნაცნობი თემების შესახებ, როგორიცაა სახლი, ოჯახი, სამუშაო, სწავლა და ინტერესები. ეს ნაწილი გრძელდება ოთხიდან ხუთ წუთამდე.
  • ნაწილი 1 - გამომცდელი დაგისვამთ ზოგად კითხვებს თქვენ და მთელი რიგი ნაცნობი თემების შესახებ, როგორიცაა სახლი, ოჯახი, სამუშაო, სწავლა და ინტერესები. ეს ნაწილი გრძელდება ოთხიდან ხუთ წუთამდე.
  • დამატებითი კითხვების დასმა ნაწილი 2-ის თემის შესახებ. ეს საშუალებას მოგცემთ, ისაუბროთ უფრო აბსტრაქტულ იდეებზე და საკითხებზე. ტესტის ეს ნაწილი გრძელდება ოთხიდან ხუთ წუთამდე.

2021 წლის მაისიდან ბრიტანეთის საბჭო საქართველოს საგამოცდო ცენტრი იწყებს IELTS საუბრის ნაწილის ჩატარებას ვიდეო ზარით. ეს გულისხმობს უფრო მეტ მოქნილობას და ტესტის ადმინისტრირების შესაძლებლობას ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როდესაც გამოცდის საუბრის ნაწილის პირისპირ ჩატარება ვერ ხერხდება.

თქვენ ჩააბარებთ საუბრის ნაწილს ვიდეო ზარის მეშვეობით IELTS ოფიციალურ საგამოცდო ცენტრში. ტესტის შინაარსი, შეფასება, ხანგრძლივობა, სირთულის ხარისხი, კითხვები და უსაფრთხოების ზომები იქნება იგივე როგორც გამომცდელთან პირისპირ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. ტესტი შეინარჩუნებს პირისპირ გამომცდელთან საუბრის ფორმატს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

დარეგისტრირდით IELTS ტესტის აკადემიურ მოდულზე

წარმატება იწყება IELTS ტესტით. თუ თქვენი მიზანია ისწავლოთ უნივერსიტეტში, ან დასაქმდეთ ინგლისურენოვან ქვეყანაში, IELTS ტესტის აკადემიური მოდული თქვენთვის არის განკუთვნილი.

ბრიტანეთის საბჭო ცდილობს უზრუნველყოს თქვენი მხარდაჭერა და დაგეხმაროთ ტესტის წარმატებით ჩაბარებაში. ტესტზე დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ წვდომას IELTS Ready Premium.

იპოვეთ IELTS ტესტის აკადემიური მოდულის თარიღი

ტესტზე დარეგისტრირებამდე დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ, რომელ ტესტს ითხოვენ ორგანიზაციები, სადაც აკეთებთ განაცხადს.